მე ბოლო ორი წელი მივუძღვენი იმის გაგებას თუ როგორ იხდენენ ადამიანები ოცნებებს როდესაც ვფიქრობთ ჩვენ ოცნებებზე და კვალზე, რომელიც გვნიდა რომ დავტოვოთ სამყაროში საოცარი თანხვედრაა ჩვენს ოცნებებსა და პროექტებს შორის, რომლებიც არ განხორციელებულა (სიცილი) დღეს აქ ვარ იმისათვის, რომ გესაუბროთ ხუთ გზაზე, თუ როგორ არ უნდა გაყვეთ ოცნებებს პირველი: დაიჯერეთ უეცარი წარმატების. ხომ იცით ეს ისტორია? ბიჭი, რომელიც მობილურის აპლიკაციის გაყიდვით უეცრად გამდიდრდა ისტორია რეალურად ჟღერს, მაგრამ არასრულია თუ დავაკვირდებით, მანამდე მას 30 აპლიკაცია ჰქონდა შექმნილი. ასევე ჰქონდა მაგისტრატურა გავლილი ამ თემაზე და სადოქტოროც და საკითხზე 20 წელი მუშაობდა. ეს მართლაც საინტერესოა. ჩემი ბრაზილიური ისტორიაც ასეთია. ხალხს ჰგონია ეს უცაბედი წარმატება იყო. მე უბრალო ოჯახიდან ვარ. ორი კვირით ადრე MIT-ში განაცხადის შეტანის ამოწურვამდე, დავიწყე საბუთების შეგროვება და მე ეს გამომივიდა, ჩავირიცხე! შეიძლება თქვათ, რომ ეს უცაბედი წარმატებაა, მაგრამ მე ამისთვის 17 წელი ვშრომობდი. სერიოზულად მივუდექი განათლების პროცესს. უეცარი წარმატების ისტორია მხოლოდ შედეგია, იმისა რაც მანამდე გიკეთებიათ. მეორე: გჯეროდეთ, რომ ვინმე სხვას ექნება პასუხები თქვენთვის ხალხს მუდმივად სურს რომ დაგვეხმაროს, არა? ოჯახს, მეგობრებს, თანამშრობლებს, მათ ყველას აქვთ მოსაზრება, თუ რა გზას უნდა დაადგე: მაგალითად: "გაიარეთ ეს ლაბირინთი" მაგრამ იქ რამდენიმე გზაა, სადაც თქვენ თავად უნდა გააკეთოთ არჩევანი მაგრამ იქ რამდენიმე გზაა, სადაც თქვენ თავად უნდა გააკეთოთ არჩევანი არავის აქვს იდეალური პასუხები თქვენს ცხოვრებაზე. თქვენ უნდა მიიღოთ ეს გადაწყვეტილებები ლაბირინთი უსასრულოა და შეიძლება დაიბნეთ, მაგრამ ეს პროცესის ნაწილია. მესამე: შეუმჩნეველი, მაგრამ მნიშვნელოვანი როცა ზრდა გარანტირებულია შეჩერდით. როცა ცხოვრება კარგად ეწყობა, გყავთ მშვენიერი გუნდი, გაქვთ კარგი შემოსავალი და ყველაფერი რიგზეა, დროა შევჩერდეთ. როდესაც გამოიცა ჩემი პირველი წიგნი, თავდაუზოგავად ვიმუშავე, მის ბრაზილიაში გასავრცელებმად. შედეგად, 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოიწერა 50,000-ზე მეტმა იყიდა ბეჭდური ვერსია. წერის გაგრძელების შემთხვევაში, მოგება გარანტირებული იყო. ნაკლები ძალისხმევის შემთხვევაშიც, გაყიდვები "კარგი" იქნებოდა, მაგრამ "კარგი" არასდროსაა კარგი. როდესაც მწვერვალისკენ მიდიხართ, უნდა იმუშაოთ ისე როგორც არასდროს და აღმოჩნდებით ახალ მწვერვალზე. თუ გავაგრძელებდი წიგნს "კარგად", ასეულობით ათასი ადამიანი წაიკითხავდა და ეს უკვე იქნებოდა მშვენიერი. მაგრამ თუ მე ვიმუშავებდი ისე როგორც არასდროს, შემეძლო ეს რიცხვი მილიონებამდე ამეყვანა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი წიგნი, ბრაზილიის ყოველ შტატში იქნებოდა. და მე უკვე ვხედავ უფრო მაღალ მწვერვალებს. შეჩერების დრო არაა ახლა. მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი: გჯეროდეთ, რომ წარუმატებლობა ვინმე სხვის ბრალია. გამუდმებით ვხედავ ხალხს, რომელიც ამბობს: "მქონდა შესანიშნავი იდეა, მაგრამ არცერთ ინვესტორს არ ჰქონდა შესაბამისი ხედვა" "შევქმენი არაჩვეულებრივი პროდუქტი, მაგრამ ბაზარი ისეთი ცუდია, გაყიდვები არ მაქვს" "ვერ ვპოულობ ნიჭიერ ადამიანებს, ჩემს გუნდში ასეთები არ არიან" თუ გაქვთ ოცნება, პასუხისმგებელი ხართ, რომ ის განახორციელოთ. კი, რთულია ნიჭის აღმოჩენა კი, ბაზარი შესაძლოა ცუდია. მაგრამ თუ არავინ აფინანსებს თქვენს იდეას, თუ არავინ ყიდულობს თქვენს პროდუქტს, რასაკვირველია ეს თქვენი ბრალია. (სიცილი) ნამდვილად. თქვენ უნდა აიხდინოთ თქვენი ოცნებები. არავის მიუღწევია მიზნისთვის სხვების გარეშე, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მხოლოდ თქვენი ბრალია. იყავით პასუხისმგებელები თქვენ ოცნებებზე ბოლო საკითხი და არანაკლებ საგულისხმო: გჯეროდეთ, რომ მხოლოდ თავისთავად ოცნებებს აქვთ მნიშვნელობა ერთხელ ვნახე რეკლამა, მეგობრები ადიოდნენ ძალიან მაღალ მთაზე. რთული დავალება იყო. ისინი იღვრებოდნენ ოფლად და ძალიან უჭირდათ. მაგრამ საბოლოოდ მათ მიაღწიეს მწვერვალს. გადაწყვიტეს ეს ამბავი აღენიშნათ. "ჩვენ ეს გამოგვივიდა!" ცოტა ხნის შემდეგ, ერთმანეთს ეუბნებიან: "კარგი, დროა ქვემოთ ჩავიდეთ" (სიცილი) ცხოვრებაში მთავარი არაა მიზნები თავისთავად, არამედ გზაა, რომელსაც მათკენ მივყავართ. კი, თქვენ უნდა ისიამოვნოთ შედეგებით, თუმცა ხალხი თვლის, რომ მიზნის მიღწევა არის ჯადოსნური რამ და ამ დროს ვართ ბედნერები, თუმცა ოცნების ახდენის ბედნიერება წამიერია, ცხოვრება კი არა. ერთადერთი გზა ოცნებების ახდენისკენ, არის მათკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯისგან მიღებული სიამოვნება. ეს საუკეთესო გზაა. მთელი ეს მოგზაურობა შედგება ნაბიჯებისაგან. ზოგი მათგანი გაამართლებს, ზოგიც არა. თუ თქვენ გააკეთებთ სწორ სვლას, ისიამოვნეთ თუ არ გაგიმართლათ, მიიღეთ გამოცდილება. თუ თითოეულ ნაბიჯს ასე შეხედავთ, თქვენ ისიამოვნებთ თქვენი მოგზაურობით. შევაჯამოთ ხუთი ხერხი: დაიჯერეთ უცაბედი წარმატების, დაიჯერეთ, რომ სხვისგან მიიღებთ პასუხს, დაიჯერეთ, რომ როდესაც ზრდა გარანტირებულია, უნდა შეჩერდეთ, დაიჯერეთ, რომ წარუმატებლობა ვინმე სხვის ბრალია და ბოლოს, დაიჯერეთ რომ მიზნებია მხოლოდ მთავარი. დამიჯერეთ, თუ თქვენ ასე მოიქცევით, თქვენ გაანადგურებთ თქვენს ოცნებებს (სიცილი) (აპლოდისმენტები) მადლობა, გმადლობთ!