ამ ვიდეოში ხშირად გაიგონებთ სიტყვას - DOM. DOM აღნიშნავს დოკუმენტის ობიექტურ მოდელს. ის აღნიშნავს ბრაუზერის თვისებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვმანიპულიროთ ვებ გვერდები ჯავასკრიპტის მეშვეობით. როდესაც ბრაუზერი ტვირთავს ვებ გვერდს, იგი აანალიზებს მთელ HTML-სა და CSS-ს, და გარდაქმნის დოკუმენტს DOM-ად. DOM რეალურად არის ჯავასკრიპტის დიდი ობიექტი რომელიც შეიცავს ყველაფერს, რისი ცოდნაც ან შეცვლა დაგვჭირდება ვებ გვერდზე. იმისთვის, რომ ჯავასკრიპტის მეშვეობით ვებ გვერდის DOM-ზე წვდომა გვქონდეს ჩვენ ვიყენებთ გლობალურ ცვლადს 'document' და შემდეგ ვიყენებთ თვისებებს და გამოძახების ფუნქციებს, რომლებიც მიბმულები არიან ობიექტთან. ძირითადი სრატეგია DOM-ის მანიპულირებისთვის შედგება 2 ნაბიჯისგან. მოდი, ჩამოვწერ. მოდი, სათითაოდ განვიხილოთ ყოველი ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი არის DOM-ის კვანძის პოვნა წვდომის მეთოდის გამოყენებით. თუ ჩვენ ვეძებთ თეგს, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად მივწვდეთ მას. უბრალოდ 'document.body'-ს აკრეფით. მეორე ნაბიჯი კი არის DOM-ის კვანძით მანიპულირება, რომელიც უკვე ვიპოვეთ. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი თვისებები, სტილი, შიდა HTML, დავურთოთ ახალი კვანძები და ა.შ. თუ ჩვენ უბრალოდ გვინდა მთლიანი თეგის შიგთავსის შეცვლა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 'innerHTML' თვისება. თუ,`document.body.innerHTML = "Webpage be gone!" ბრაუზერი აკვირდება დოკუმენტის ცვლილებებს და როგორც კი შეამჩნევს document.body-ს შიდა HTML-ის ცვლილებას, ბრაუზერი ასახავს მას რეალურ დოკუმენტში. დაიმახსოვრეთ, დოკუმენტის ობიექტი არ არის რეალური ვებ გვერდი, მაგრამ ბრაუზერი ცდილობს, რომ DOM-მა მაქსიმალურად ასახოს მიმდინარე გვერდი. პირველი ნაბიჯის გაკეთების უამრავი ხერხია. ხშირად, ჩვენ გვინდა body თეგის გარდა სხვა რაღაცის პოვნაც. შეიძლება გვინდოდეს რაღაცის პოვნა ID-ს მიხედვით ან კონკრეტული თვისების მქონე თეგის პოვნა სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ DOM-ის წვდომის მეთოდების ვიდეოებში. ასევე ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეგვიძლია მეორე ნაბიჯშიც. მაგალითად, თვისებების ან სტილების შეცვლა იმ თეგებისა, რომლებსაც იპოვი. ამაზე ვისაუბრებთ DOM-ის ცვლილებების ვიდეოებში. როდესაც ისწავლით DOM-ის წვდომასა და მის შეცვლას უფრო საინტერესო რამეებს ვისწავლით მაგალითად, მომხმარებელთან ინტერაქციას და ანიმაციის გაკეთებას. ამჟამად, ძალიან სულელურად ვიყენებთ ჯავასკრიპტს. ამის გაკეთება HTML-ითაც შეგვეძლო. მაგრამ მერწმუნეთ, თქვენ მოგინდებათ DOM-ის წვდომის და DOM-ის შეცვლის სწავლა. რათა შემდგომ სრული ინტერაქტიული გამოცდილება მიიღოთ. კიდევ შევხვდებით.