0:00:00.000,0:00:04.536 რთულია გაბედულად ამოიღოთ ხმა. 0:00:04.536,0:00:09.536 ამ ფრაზის ნამდვილ მნიშვნელობას, [br]ზუსტად ერთი თვის წინ მივხვდი, 0:00:09.536,0:00:13.116 როდესაც მე და ჩემი მეუღლე [br]მშობლები გავხდით. 0:00:13.116,0:00:14.946 ეს იყო გასაოცარი, 0:00:14.946,0:00:17.056 ბედნიერი და აღმაფრთოვანებელი მომენტი, 0:00:17.056,0:00:20.504 მაგრამ ამავდროულად [br]საშიში და დამთრგუნველიც. 0:00:20.504,0:00:24.656 ეს განსაკუთრებით საშიში გახდა, როდესაც[br]საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულები 0:00:24.656,0:00:28.326 დარწმუნებულები არ ვიყავით, [br]რომ ჩვენი პატარა ბიჭი 0:00:28.326,0:00:30.756 ძუძუთი კვებისას[br]საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებდა. 0:00:30.756,0:00:33.896 გვინდოდა პედიატრისთვის დაგვერეკა, 0:00:33.896,0:00:36.616 თან არ გვსურდა თავიდანვე [br]ცუდი შთაბეჭდილება შეგვექმნა 0:00:36.616,0:00:39.056 ან შეშლილი, ნერვიული[br]მშობლებივით მოვქცეულიყავით 0:00:39.056,0:00:39.946 ვწუხდით 0:00:39.946,0:00:41.996 და ვიცდიდით. 0:00:41.996,0:00:44.416 მეორე დღეს, როდესაც ექიმის ოფისში მივედით, 0:00:44.416,0:00:49.136 მან დაუყოვნებლივ ფხვნილის რძე მისცა[br]ბავშვს, რადგან ძლიერი დეჰიდრატაცია ჰქონდა. 0:00:49.136,0:00:51.096 ჩვენი ვაჟი ახლა კარგად არის, 0:00:51.096,0:00:54.136 ექიმმა კი გვითხრა, რომ ნებისმიერ დროს[br]შეგვიძლია დავუკავშირდეთ, 0:00:54.136,0:00:55.936 მაგრამ მაშინ, იმ მომენტში, 0:00:55.936,0:00:58.936 თქმა უნდა გამებედა,[br]თუმცა ასე არ მოვიქეცი. 0:00:58.936,0:01:02.326 ზოგჯერ, სწორედ მაშინ ვართ გამბედავები, [br]როცა არ უნდა ვიყოთ. 0:01:02.326,0:01:04.166 ეს 10 წლის წინ ვისწავლე, 0:01:04.166,0:01:06.576 როდესაც ჩემს ტყუპისცალ ძმას[br]იმედები გავუცრუე. 0:01:06.576,0:01:10.236 ჩემი ძმა დოკუმენტალისტია. [br]მან თავისი ერთ-ერთი პირველი ფილმისთვის, 0:01:10.236,0:01:13.686 სადისტრიბუციო კომპანიისგან[br]შეთავაზება მიიღო. 0:01:13.686,0:01:14.686 ის აღფრთოვანებული იყო 0:01:14.686,0:01:17.536 და შემოთავაზებაზე[br]თანხმობის თქმას აპირებდა, 0:01:17.536,0:01:20.646 მაგრამ როგორც მოლაპარაკებათა მკვლევარმა[br]დაჟინებით მოვთხოვე 0:01:20.646,0:01:22.766 საპასუხო შეთავაზება გაეკეთებინა 0:01:22.766,0:01:25.766 და დავეხმარე, რომ ის[br]იდეალური გამოსულიყო. 0:01:25.766,0:01:27.856 ის მართლაც იდეალურად გამოვიდა... 0:01:27.856,0:01:29.556 იდეალურად შეურაცხმყოფელი. 0:01:29.556,0:01:31.166 კომპანია იმდენად განაწყენდა, 0:01:31.166,0:01:34.166 რომ შეთავაზება უკან წაიღო 0:01:34.166,0:01:36.546 და ჩემი ძმა კი ცარიელზე დარჩა. 0:01:36.546,0:01:40.436 მთელ მსოფლიოში გამოვკითხე ადამიანებს[br]ამ გამბედაობის დილემის შესახებ: 0:01:40.436,0:01:41.866 როდის შეუძლიათ იყვნენ მტკიცე, 0:01:41.866,0:01:44.156 როდის შეუძლიათ[br]გაიტანონ საკუთარი ინტერესები, 0:01:44.156,0:01:46.276 როდის შეუძლიათ გამოთქვან [br]საკუთარი აზრი, 0:01:46.276,0:01:49.166 როდის შეუძლიათ წამოაყენონ [br]ამბიციური მოთხოვნა. 0:01:49.166,0:01:52.906 ისტორიები მრავალგვარი და განსხვავებულია, 0:01:52.906,0:01:55.626 მაგრამ ამავე დროს [br]უნივერსალურ სურათს ქმნიან. 0:01:55.626,0:01:58.876 შემიძლია ჩემს უფროსს მის მიერ [br]დაშვებული შეცდომა შევუსწორო? 0:01:58.876,0:02:00.916 შემიძლია დავუპირისპირდე [br]ჩემს თანამშრომელს, 0:02:00.916,0:02:04.006 რომელიც განაგრძობს ჩემს საპასუხისმგებლო[br]საქმეში ცხვირის ჩაყოფას? 0:02:04.006,0:02:06.716 შემიძლია ჩემი მეგობრის[br]გულგრილი ხუმრობა გავაპროტესტო? 0:02:06.716,0:02:11.196 შემიძლია ადამიანს, რომელიც ყველაზე[br]მეტად მიყვარს, ჩემ ღრმა შიშებზე ვუამბო? 0:02:11.266,0:02:13.626 და ამ გამოცდილებიდან გავაცნობიერე, 0:02:13.626,0:02:17.736 რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს რაღაც, [br]მისაღებ ქცევათა საზღვრებისმაგვარი. 0:02:17.736,0:02:22.746 ზოგჯერ ჩვენ მეტისმეტად ძლიერები ვართ[br]და ზედმეტად ვატანთ თავს ძალას 0:02:23.156,0:02:24.776 სწორედ ასე მოხდა ჩემ ძმასთანაც. 0:02:24.776,0:02:29.496 შეთავაზების გაკეთებაც კი მის მისაღებ [br]ქცევათა საზღვრებს მიღმა იყო. 0:02:29.496,0:02:31.416 მაგარამ ზოგჯერ [br]ჩვენ ძალიან სუსტები ვართ. 0:02:31.416,0:02:33.986 სწორედ ასე იყო ჩემ ცოლთან [br]და ჩემთან დაკავშირებით. 0:02:33.986,0:02:38.746 როდესაც ჩვენ მისაღებ ქცევათა [br]საზღვრებში ვართ - ვჯილდოვდებით, 0:02:38.746,0:02:41.886 როგორც კი მის გარეთ აღმოვჩნდებით,[br]სხვადასხვა საშუალებებით ვისჯებით. 0:02:41.886,0:02:45.976 ჩვენ გვათავისუფლებენ, [br]გვამცირებენ, ან გვდევნიან. 0:02:45.976,0:02:49.836 ან ვკარგავთ დანამატს, [br]დაწინაურების შესაძლებლობას, ან გარიგებას. 0:02:49.836,0:02:52.446 პირველი, რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ: 0:02:52.446,0:02:54.496 რას მოიცავს [br]ჩემი მისაღებ ქცევათა საზღვრები? 0:02:54.496,0:02:58.836 მიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები[br]ფიქსირებული არაა. 0:02:58.836,0:03:00.866 ის დინამიურია. 0:03:00.866,0:03:05.416 ის კონტექსტის მიხედვით[br]ფართოვდება და ვიწროვდება.. 0:03:05.416,0:03:08.376 და ის რაც ამ საზღვრებს ადგენს, 0:03:08.376,0:03:11.376 თქვენი ძალაუფლებაა. 0:03:11.376,0:03:13.866 თქვენი ძალაუფლება[br]განსაზღვრავს თქვენს საზღვრებს. 0:03:13.866,0:03:16.856 რა არის ძალაუფლება? [br]ძალაუფლება ბევრი სახით გვხვდება. 0:03:16.856,0:03:17.856 მოლაპარაკებების დროს, 0:03:17.856,0:03:19.986 ის ალტერნატივების სახით არსებობს. 0:03:19.986,0:03:21.646 ჩემს ძმას არ ჰქონდა ალტერნატივა;[br] 0:03:21.646,0:03:23.176 მას აკლდა ძალაუფლება. 0:03:23.176,0:03:25.016 კომპანიას ჰქონდა ბევრი ალტერნატივა. 0:03:25.016,0:03:26.216 მათ ჰქონდათ ძალაუფლება. 0:03:26.216,0:03:29.466 ზოგჯერ ის გაკლიათ, როცა ახალჩასული[br]ხართ ქვეყანაში, როგორც იმიგრანტი, 0:03:29.466,0:03:30.886 ან ორგანიზაციაში ახალმისული, 0:03:30.886,0:03:32.206 ან როცა გამოუცდელი ხართ, 0:03:32.206,0:03:34.906 როგორც მე და ჩემი მეუღლე,[br]როცა მშობლები პირველად გავხდით. 0:03:34.906,0:03:36.366 ზოგჯერ ეს ხდება სამსახურში, 0:03:36.366,0:03:38.696 სადაც ვიღაც უფროსია[br]და ვიღაც დაქვემდებარებული, 0:03:38.696,0:03:40.276 ზოგჯერ კი ეს ხდება ურთიერთობებში, 0:03:40.276,0:03:43.436 სადაც ერთი უფრო მეტად ჩართულია,[br]ვიდრე მეორე. 0:03:43.436,0:03:46.586 მნიშვნელოვანი ისაა,[br]რომ როდესაც ჩვენ დიდი ძალაუფლება გვაქვს, 0:03:46.586,0:03:48.746 ჩვენი საზღვრებიც ფართოა. 0:03:48.746,0:03:51.886 ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს[br]თუ როგორ მოვიქცეთ, 0:03:51.886,0:03:55.086 მაგრამ როდესაც ჩვენი ძალაუფლება იკლებს,[br]ჩვენი საზღვრებიც ვიწროვდება. 0:03:55.086,0:03:56.986 ჩვენ ძალიან ცოტა თავისუფლება გვაქვს. 0:03:56.986,0:03:59.846 პრობლემა იმაშია,[br]რომ როცა ჩვენი საზღვრები ვიწროვდება, 0:03:59.846,0:04:04.606 ეს წარმოშობს სუსტის კომუნიკაციურ დილემას. 0:04:04.606,0:04:07.982 ეს არის დილემა, როცა თქვენ 0:04:07.982,0:04:10.262 თუ ხმის ამოღებას ვერ ბედავთ[br]შეუმჩნეველი ხართ,[br] 0:04:10.262,0:04:12.192 მაგრამ თუ გაბედავთ დაისჯებით. 0:04:12.192,0:04:13.602 ბევრ თქვენგანს სმენია ფრაზა: 0:04:13.602,0:04:16.742 „double bind" (ურთიერთსაწინააღმდეგო[br]მოთხოვნებზე რეაგირების დილემა) 0:04:16.742,0:04:18.682 და მას მხოლოდ გენდერთან აკავშირებს. 0:04:18.682,0:04:22.312 გენდერული დილემის მაგალითია ქალები,[br]რომლებიც გაუბედავი დუმილის შემთხვევაში 0:04:22.312,0:04:25.572 შეუმჩნეველნი არიან,[br]ხოლო ხმის ამოღებისას კი ისჯებიან. 0:04:25.672,0:04:30.372 საკვანძო ისაა, რომ ქალებს ისევე [br]სჭირდებათ ხმის ამოღება, როგორც მამაკაცებს, 0:04:31.092,0:04:34.052 მაგრამ მათ წინააღმდეგობები ხვდებათ. 0:04:34.052,0:04:37.982 უკანასკნელი ორი ათწლეულის [br]მანძილზე ჩემმა კვლევამ აჩვენა, 0:04:37.982,0:04:43.562 რომ ის, რაც გენდერულ განსხვავებას ჰგავს,[br]სულაც არაა გენდერული დილემა. 0:04:43.562,0:04:45.882 ეს ძალაუფლების ნაკლებობით[br]გამოწვეული დილემაა 0:04:45.882,0:04:47.852 და ის რაც გენდერულ სხვაობას ჰგავს, 0:04:47.852,0:04:51.022 სინამდვილეში უფრო ხშირად[br]მხოლოდ ძალაუფლებათა სხვაობაა. 0:04:51.022,0:04:53.592 ხშირად ხდება, რომ ჩვენ ვხედავთ[br]სხვაობას კაცსა და ქალს, 0:04:53.592,0:04:54.922 ან კაცებსა და ქალებს შორის 0:04:54.922,0:04:57.212 და ვფიქრობთ: „ბიოლოგიური მიზეზია. 0:04:57.322,0:05:00.322 სქესებს შორის ფუნდამენტური სხვაობაა“ 0:05:00.322,0:05:03.252 მაგრამ კვლევების შედეგად აღმოვაჩინე, 0:05:03.252,0:05:05.562 რომ სქესობრივ განსხვავებებს უკეთესად 0:05:05.562,0:05:08.562 სწორედ ძალაუფლებათა სხვაობა ხსნის. 0:05:08.562,0:05:12.062 ასე რომ, ეს არის სწორედ ძალაუფლების[br]არ ქონასთან დაკავშირებული დილემა. 0:05:12.062,0:05:15.712 რაც ნიშნავს, რომ ჩვენ[br]ვიწრო საზღვრები გვაქვს 0:05:15.712,0:05:18.712 და ძალაუფლების ნაკლებობა. 0:05:18.712,0:05:20.272 ჩვენი სამოქმედო არეალი ვიწროა 0:05:20.272,0:05:22.092 და ჩვენი დილემა კი - მასშტაბური. 0:05:22.092,0:05:25.662 ასე რომ, საზღვრების გასაფართოებლად[br]გზები უნდა ვეძებოთ. 0:05:25.662,0:05:28.172 ბოლო რამდენიმე ათეული წელია,[br]მე და ჩემმა კოლეგებმა 0:05:28.172,0:05:30.362 ორი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინეთ. 0:05:30.362,0:05:34.552 პირველი: როცა საკუთარ თვალში ხართ ძლიერი 0:05:34.552,0:05:37.792 მეორე: როცა სხვის თვალში ხართ ძლიერი. 0:05:37.792,0:05:39.092 როცა ძალაუფლებას ვგრძნობ, 0:05:39.092,0:05:42.092 თავდაჯერებული ვარ და არ მეშინია. 0:05:42.092,0:05:44.032 მე ვაფართოვებ ჩემს საზღვრებს. 0:05:44.032,0:05:46.162 როდესაც სხვა ადამიანები[br]ძლიერად აღმიქვამენ, 0:05:46.162,0:05:49.332 ისინი უფრო მეტად აფართოვებენ[br]ჩემს საზღვრებს. 0:05:49.332,0:05:53.742 ასე რომ, მისაღებ ქცევათა საზღვრების[br]გასაფართოებლად ხერხები გვჭირდება. 0:05:54.072,0:05:56.282 დღეს ვაპირებ რამდენიმე ხერხი გაგაცნოთ. 0:05:56.282,0:06:03.082 გაბედულება სარისკოა,[br]მაგრამ ეს ხერხები შეამცირებენ ამ რისკებს. 0:06:03.082,0:06:07.202 პირველი ხერხი, რომლსაც გაგიზიარებთ 0:06:07.202,0:06:10.202 მოლაპარაკებების შესწავლის[br]შედეგად იქნა აღმოჩენილი. 0:06:10.202,0:06:14.202 მოლაპარაკების მაგიდასთან,[br]საშუალოდ, ქალები ნაკლებად ამბიციურ 0:06:14.202,0:06:18.352 შეთავაზებებს აკეთებენ და უფრო უარეს[br]შედეგებს იღებენ ვიდრე კაცები. 0:06:18.352,0:06:22.962 მაგრამ ჰანა რაილი ბოულსმა და ემილი [br]ამანათულამ მიაკვლიეს იმ ერთ სიტუაციას, 0:06:22.962,0:06:25.302 სადაც ქალები იგივე შედეგებს იღებენ,[br]რასაც კაცები 0:06:25.302,0:06:27.232 და მათი ამბიციურობაც თანაბარია. 0:06:27.232,0:06:31.232 ეს ის შემთხვევაა,[br]როცა ისინი ვინმეს იცავენ. 0:06:31.232,0:06:33.402 როდესაც ისინი ვინმეს იცავენ, 0:06:33.402,0:06:38.322 ისინი აღწევენ საკუთარ საზღვრებამდე[br]და აფართოებენ მათ საკუთარ გონებაში. 0:06:38.322,0:06:39.912 ისინი მეტად გამბედავნი ხდებიან. 0:06:39.912,0:06:43.632 ამას ზოგჯერ [br]„დედა დათვის ეფექტს" უწოდებენ 0:06:43.632,0:06:46.022 დედა დათვივით, [br]რომელიც თავის ნაშიერებს იცავს, 0:06:46.022,0:06:50.692 ვიღაცის დაცვისას, [br]საკუთარ ხმის უფლებას აღმოვაჩენთ ხოლმე. 0:06:50.692,0:06:53.562 მაგრამ ზოგჯერ,[br]საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ. 0:06:53.562,0:06:55.022 როგორ გავაკეთოთ ეს? 0:06:55.022,0:06:57.162 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, 0:06:57.162,0:07:01.312 საკუთარი თავის დასაცავად[br]ე.წ. პერსპექტივის აღქმაა. 0:07:01.312,0:07:04.142 პერსპექტივის აღქმა მარტივია: 0:07:04.142,0:07:08.892 ეს ნიშნავს, სამყაროს [br]სხვა ადამიანის თვალით შეხედო. 0:07:08.892,0:07:11.022 ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია, 0:07:11.022,0:07:13.122 რომლითაც უნდა გავაფართოვოთ[br]ჩვენი საზღვრები. 0:07:13.122,0:07:15.072 როდესაც თქვენი პერსპექტივიდან ვუყურებ 0:07:15.072,0:07:17.122 და იმაზე ვფიქრობ, რაც სინამდვილეში გინდათ, 0:07:17.122,0:07:21.302 უფრო დიდი შანსია ის მივიღო თქვენგან,[br]რაც მე სინამდვილეში მინდა. 0:07:21.302,0:07:23.522 მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა: 0:07:23.522,0:07:25.692 სხვისი პერსპექტრივის აღქმა[br]საკმაოდ რთულია. 0:07:25.692,0:07:27.422 მოდით ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი. 0:07:27.422,0:07:30.172 მინდა ყველა თქვენგანმა ხელი ასე დაიჭიროს: 0:07:30.172,0:07:32.082 თქვენი თითი-აწიეთ. 0:07:32.082,0:07:34.632 და დიდი E ასო დაიხატეთ შუბლზე, 0:07:34.632,0:07:39.070 რაც შეიძლება სწრაფად. 0:07:39.070,0:07:43.260 კარგი, აღმოვაჩენთ რომ E-ს დახატვის[br]ორი საშუალება არსებობს, 0:07:44.050,0:07:47.230 თავდაპირველად ეს[br]პერსპექტივის აღქმის ტესტად შეიქმნა. 0:07:47.230,0:07:48.840 მე ადამიანის 2 სურათს გაჩვენებთ, 0:07:48.840,0:07:50.840 რომელსაც შუბლზე E აქვს გამოსახული. 0:07:50.840,0:07:53.530 ჩემი ყოფილი სტუდენტი, ერიკა ჰოლი. 0:07:53.530,0:07:56.600 აქ ხედავთ, რომ ეს სწორი E ასოა. 0:07:56.600,0:08:00.600 მე E ისე დავხატე,[br]რომ ის E-დ სხვამ დაინახოს. 0:08:00.600,0:08:02.650 ის არის E სხვა პერსპექტივიდან, 0:08:02.650,0:08:05.920 რადგან სხვა ადამიანის თვალით[br]ის E-ს ჰგავს. 0:08:05.920,0:08:08.350 მაგრამ ეს E,[br]თვითორიენტირებული E არის. 0:08:08.350,0:08:10.870 ჩვენ ხშირად ვფოკუსირდებით [br]საკუთარ თავზე. 0:08:10.870,0:08:14.320 და ჩვენ განსაკუთრებულად [br]თვითორიენტირებულნი ვართ კრიზისის დროს. 0:08:14.320,0:08:16.680 მინდა კონკრეტულ კრიზისზე გიამბოთ. 0:08:16.680,0:08:21.000 კაცი შედის ბანკში,[br]უოთსონვილში, კალიფორნიაში და ამბობს: 0:08:21.000,0:08:25.750 „მომეცით 2 000$,[br]თირემ მთელს ბანკს ავაფეთქებ“. 0:08:25.750,0:08:28.460 ბანკის მენეჯერმა მას ფული არ მისცა. 0:08:28.460,0:08:30.230 არსებულ სიტუაციას, 0:08:30.230,0:08:31.880 ამ კაცის პერსპექტივიდან შეხედა 0:08:31.880,0:08:34.010 და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეამჩნია. 0:08:34.010,0:08:36.820 მძარცველმა კონკრეტული თანხა მოითხოვა. 0:08:36.820,0:08:41.710 მენეჯერმა ჰკითხა: [br]„რატომ მოითხოვეთ 2 000$?“ 0:08:41.710,0:08:43.910 კაცმა უპასუხა: [br]„ჩემს მეგობარს გამოასახლებენ 0:08:43.910,0:08:46.290 თუ დაუყოვნებლივ 2 000$ არ გადავიხდით“. 0:08:46.290,0:08:49.450 რაზეც მენეჯერმა უპასუხა: [br]„აა, თქვენ ბანკის გაძარცვა კი არ გინდათ, 0:08:49.450,0:08:51.050 არამედ სესხის აღება" 0:08:51.050,0:08:51.880 (სიცილი) 0:08:51.880,0:08:53.540 "წამოდით ჩემ ოთახში, 0:08:53.540,0:08:55.530 და შესაბამის დოკუმენტებს შეგავსებინებთ." 0:08:55.530,0:08:56.820 (სიცილი) 0:08:56.820,0:09:01.900 სხვისი პერსპექტივის აღქმამ,[br]დაძაბული სიტუაცია განმუხტა. 0:09:01.900,0:09:04.840 ასე რომ, როცა ჩვენ სიტუაციას[br]სხვისი პერსპექტივიდან აღვიქვამთ, 0:09:04.840,0:09:07.510 ეს საშუალებას გვაძლევს[br]ვიყოთ მტკიცე და ამბიციური, 0:09:07.510,0:09:09.390 მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო. 0:09:09.390,0:09:11.890 არის კიდევ ერთი გზა, [br]თუ როგორ იყოთ მტკიცე, 0:09:11.890,0:09:13.110 მაგრამ მაინც სასიამოვნო. 0:09:13.110,0:09:15.620 ეს მოქნილობის ჩვენებით შეგიძლიათ. 0:09:15.620,0:09:18.400 წარმოიდგინეთ, რომ მანქანის გამყიდველი ხართ 0:09:18.400,0:09:20.170 და გინდათ ვინმეს მიყიდოთ მანქანა. 0:09:20.170,0:09:24.430 უფრო დიდი შანსია გაყიდოთ ის,[br]თუ თქვენ ორ ვარიანტს შესთავაზებთ. 0:09:24.430,0:09:26.070 ვთქვათ, A ვარიანტია: 0:09:26.070,0:09:29.370 24 000$ მანქანა და 5 წლიანი გარანტია 0:09:29.370,0:09:30.810 ან B ვარიანტი: 0:09:30.810,0:09:33.480 23 000$ მანქანა და 3 წლიანი გარანტია. 0:09:33.480,0:09:36.970 ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც [br]ადამიანებს არჩევანის საშუალებას აძლევთ 0:09:36.970,0:09:38.360 შეთავაზებულ ვარიანტებს შორის, 0:09:38.360,0:09:39.840 ეს მათ წინააღმდეგობას ამცირებს 0:09:39.840,0:09:42.030 და უფრო დიდი შანსია მიიღონ შეთავაზება. 0:09:42.030,0:09:44.380 ეს მეთოდი არ მუშაობს [br]მხოლოდ გამყიდველებისთვის. 0:09:44.380,0:09:46.050 ის ასევე სასარგებლოა მშობლებისთვის. 0:09:46.050,0:09:47.680 როცა ჩემი ძმისშვილი 4 წლის იყო, 0:09:47.680,0:09:50.370 ის ჩაცმას ეწინააღმდეგებოდა[br]და უარს ამბობდა ყველაფერზე. 0:09:50.370,0:09:53.230 შემდეგ, ჩემს რძალს [br]ბრწყინვალე იდეა მოუვიდა. 0:09:53.230,0:09:56.070 რა მოხდება, ჩემს ქალიშვილს [br]არჩევანის საშუალებას თუ მივცემ? 0:09:56.070,0:09:58.000 ეს მაისური თუ მეორე?[br]კარგი, ის მაისური. 0:09:58.000,0:09:59.920 ეს შარვალი, თუ - ის? [br]კარგი, ეს. 0:09:59.920,0:10:01.600 და ამან შესანიშნავად იმუშავა. 0:10:01.600,0:10:05.800 მან სწრაფად ჩაიცვა, [br]წინააღმდეგობის გარეშე. 0:10:05.800,0:10:07.920 როდესაც მთელ მსოფლიოში [br]ვეკითხებოდი, 0:10:07.920,0:10:10.730 თუ როდის არის კომფორტული[br]მათთვის ხმის ამოღების გაბედვა, 0:10:10.730,0:10:11.990 ნომერ პირველი პასუხი იყო: 0:10:11.990,0:10:14.700 "როდესაც მხარდაჭერა მაქვს[br]ჩემ აუდიტორიაში". 0:10:14.700,0:10:16.590 "როდესაც მყავს მოკავშირეები". 0:10:16.590,0:10:20.150 ჩვენ მოკავშირეების შეძენა გვინდა. 0:10:20.150,0:10:22.170 როგორ ვაკეთებთ ამას? 0:10:22.170,0:10:24.140 ერთ-ერთი შესაძლებლობაა[br]იყოთ "დედა დათვი". 0:10:24.140,0:10:27.000 როდესაც სხვას ვუჭერთ მხარს, [br]ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს საზღვრებს 0:10:27.000,0:10:28.720 ჩვენი და სხვა ადამიანების თვალში 0:10:28.720,0:10:31.120 და ამავე დროს[br]ძლიერ მოკავშირეებს ვიძენთ. 0:10:31.120,0:10:34.420 მოკავშირეების შეძენის მეორე საშუალება, 0:10:34.420,0:10:38.950 განსაკუთრებით გავლენიან წრეებში,[br]რჩევის კითხვაა. 0:10:38.950,0:10:42.330 როდესაც ადამიანებს რჩევას ვეკითხებით, 0:10:42.330,0:10:45.220 მათ ჩვენ მოვწონვართ,[br]რადგან თვითშეფასებას ვუმაღლებთ 0:10:45.220,0:10:46.980 და ჩვენს თავმდაბლობას ვამჟღავნებთ. 0:10:46.980,0:10:50.550 და ეს ნამდვილად მუშაობს [br]მეორე დილემის გადასაწყვეტად. 0:10:50.550,0:10:53.210 ეს არის თვითპოპულარიზაციის დილემა. 0:10:53.210,0:10:55.150 თვითპოპულარიზაციის დილემა ისაა, 0:10:55.150,0:10:57.870 რომ თუ თავად არ გავახმაურებთ[br]ჩვენს მიღწევებს, 0:10:57.870,0:10:59.310 ვერავინ შეამჩნევს მათ 0:10:59.310,0:11:01.890 და თუ ამას გავაკეთებთ [br]ნაკლებად მოსაწონი ვხდებით. 0:11:01.890,0:11:05.060 მაგრამ თუ რჩევას[br]ჩვენ ერთ-ერთ მიღწევაზე ვკითხავთ, 0:11:05.060,0:11:08.940 კომპეტენტური გამოვჩნდებით მათ თვალში[br]და სანდომიანიც. 0:11:10.040,0:11:11.910 ეს ხერხი იმდენად ძლიერია, 0:11:11.910,0:11:15.150 რომ მაშინაც მუშაობს, [br]როცა მას თქვენგან ელოდებიან. 0:11:15.150,0:11:19.150 ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა, [br]როდესაც წინასწარ ვიცოდი, 0:11:19.150,0:11:23.520 რომ უძალაუფლებო ადამიანს ურჩიეს [br]ჩემთან რჩევის საკითხავად მოსულიყო. 0:11:23.520,0:11:26.220 მინდა სამი რამ გაითვალისწინოთ[br]ამასათან დაკავშირებით: 0:11:26.220,0:11:29.680 პირველი, ვიცოდი რომ ისინი აპირებდნენ [br]ჩემთან რჩევისთვის მოსვლას. 0:11:29.705,0:11:35.115 მეორე, მე გამოვიკვლიე რჩევის[br]სტრატეგიული სარგებელი. 0:11:35.115,0:11:37.955 და მესამე, ამან მაინც იმუშავა! 0:11:37.955,0:11:39.735 მე მათი პერსპექტივიდან შევხედე. 0:11:39.735,0:11:41.735 მეტად ჩავერთე მათ მოსწრაფებებში. 0:11:41.735,0:11:45.865 მეტად მოვიწადინე მათი დახმარება,[br]რადგან მათ რჩევისთვის მომმართეს. 0:11:45.865,0:11:49.455 მეორე მიზეზი, რომ თავდაჯერებულად[br]გავბედოთ ხმის ამოღება, 0:11:49.455,0:11:51.925 ჩვენი კომპეტენტურობაა. 0:11:51.925,0:11:54.385 კომპეტენცია ავტორიტეტს გვმატებს. 0:11:54.385,0:11:57.525 როდესაც დიდი ძალაუფლება გვაქვს[br]ჩვენ უკვე გვაქვს ავტორიტეტი 0:11:57.525,0:12:00.195 და დასადასტურებლად მხოლოდ კარგი [br]მტკიცებულება გვჭირდება. 0:12:00.195,0:12:02.825 როდესაც ძალაუფლების ნაკლებობაა, [br]ავტორიტეტიც არ გვაქვს 0:12:02.825,0:12:05.285 და ამ შემთხვევაში,[br]იდეალური მტკიცებულებაა საჭირო. 0:12:05.285,0:12:08.825 ერთ-ერთი საშუალება,[br]რომ თავი კომპეტენტურად წარმოვაჩნოთ, 0:12:08.825,0:12:11.315 ჩვენი გატაცებების აღწერაა. 0:12:11.315,0:12:14.135 მინდა მომდევნო [br]რამდენიმე დღის განმავლობაში, 0:12:14.135,0:12:16.025 ყველა მივიდეს თავის მეგობართან 0:12:16.025,0:12:20.235 და უთხრას: [br]“ამიღწერე შენი გატაცება“ 0:12:20.235,0:12:24.235 მე მთელ მსოფლიოში ვთხოვდი ადამიანებს[br]ეს გაკეთებინათ და შემდეგ ვეკითხებოდი: 0:12:24.235,0:12:28.235 "რა შეამჩნიეთ ადამიანებს, [br]როცა ისინი საკუთარ გატაცებებს აღწერდნენ?“ 0:12:28.235,0:12:30.555 და მათი პასუხები ერთნაირი იყო: 0:12:30.555,0:12:32.575 “მათ თვალები ენთებოდათ და უფართოვდებოდათ" 0:12:32.575,0:12:35.175 “ისინი ფართოდ იღიმოდნენ“ 0:12:35.175,0:12:36.805 „ისინი ხელებით ჟესტიკულირებდნენ, 0:12:36.805,0:12:39.515 მე ვიხრებოდი,[br]რომ მათი ხელი ამ მომხვედროდა“ 0:12:39.515,0:12:41.775 „ისინი სწრაფად საუბრობდნენ,[br]ოდნავ მაღალი ტონით“. 0:12:41.775,0:12:42.535 (სიცილი) 0:12:42.535,0:12:45.475 "ისინი ჩემსკენ იხრებოდნენ, [br]თითქოს რამე საიდუმლოს მიმხელდნენ" 0:12:45.475,0:12:46.755 შემდეგ კი მათ ვკითხე: 0:12:46.755,0:12:49.755 „რა მოგდიოდათ,[br]როცა მათ გატაცებებს ისმენდით?“ 0:12:49.755,0:12:52.245 მათ თქვეს: "ჩემი თვალები ინთებოდა, 0:12:52.245,0:12:53.245 მეც ვიღიმოდი, 0:12:53.245,0:12:55.245 მეც ვიხრებოდი" 0:12:55.245,0:12:58.035 როდესაც ჩვენს გატაცებებს ვეხებით, 0:12:58.035,0:13:01.355 საკუთარ თავს ხმის ამოსაღებად[br]გამბედაობას ვმატებთ, 0:13:01.355,0:13:04.985 მაგრამ ჩვენ ამავე დროს ნებართვას ვიღებთ [br]სხვებისგან, რომ ავლაპარაკდეთ. 0:13:04.985,0:13:10.325 ეს მაშინაც მუშაობს,[br]როცა სუსტები და უძალაუფლებოები ვართ. 0:13:10.325,0:13:15.945 კაციც და ქალიც, ორივე ისჯება სამსახურში,[br]როდესაც ტირის. 0:13:15.945,0:13:18.225 მაგრამ ლიზი ვულფმა გვიჩვენა, 0:13:18.225,0:13:22.445 რომ როდესაც ჩვენს ძლიერ ემოციებს [br]გატაცებად წარმოვაჩენთ, 0:13:22.445,0:13:29.245 ჩვენს ტირილს, როგორც კაცების [br]ასევე ქალების, აღარ გმობენ. 0:13:29.245,0:13:32.875 მინდა ეს გამოსვლა ჩემი გარდაცვლილი [br]მამის რამოდენიმე სიტყვით დავასრულო, 0:13:32.875,0:13:35.275 რომელიც მან, ჩემი ტყუპი [br]ძმის ქორწილში თქვა. 0:13:35.275,0:13:38.735 ეს ჩვენი სურათია. 0:13:38.735,0:13:41.165 მამაჩემი ფსიქოლოგი იყო ჩემსავით, 0:13:41.165,0:13:44.075 მაგრამ მისი ნამდვილი სიყვარული[br]და ნამდვილი გატაცება კინო იყო, 0:13:44.075,0:13:45.875 როგორც ჩემი ძმის შემთხვევაში. 0:13:45.875,0:13:48.385 ჩემი ძმის ქორწილისთვის [br]დაწერილი გამოსასვლელი სიტყვა 0:13:48.385,0:13:51.715 იმ როლების შესახებ იყო, [br]რომლებსაც ადამიანურ კომედიაში ვთამაშობთ. 0:13:51.715,0:13:53.985 მან თქვა:[br]"რაც უფრო ფაქიზად მიუდგები, 0:13:53.985,0:13:57.835 მით უფრო გააუმჯობესებ[br]და გაამდიდრებ შენს შესრულებას. 0:13:57.835,0:14:02.835 ისინი ვინც იღებენ როლებს და მუშაობენ[br]საკუთარი შესრულების გასაუმჯობესებლად 0:14:03.085,0:14:05.625 ზრდიან, ცვლიან და [br]ავითარებენ საკუთარ თავებს. 0:14:05.625,0:14:09.065 კარგად ითამაშე ეს როლი და შენი ცხოვრება[br]უმეტესად ბედნიერი იქნება“ 0:14:09.065,0:14:13.065 მამაჩემმა თქვა,[br]რომ ჩვენ ყველას ჩვენი საზღვრები 0:14:13.065,0:14:16.565 და როლები გვაქვს სამყაროში. 0:14:16.565,0:14:19.565 მან ასევე ამ გამოსვლის არსი თქვა: 0:14:19.565,0:14:24.825 ეს როლები და საზღვრები [br]მუდმივად ფართოვდება და ვითარდება. 0:14:24.825,0:14:27.735 ასე რომ, როდესაც სცენა მოგიწოდებთ ამას, 0:14:27.735,0:14:29.418 იყავით მკაცრი "დედა დათვები" 0:14:29.418,0:14:32.418 და თავმდაბალი რჩევის მაძიებლები. 0:14:32.418,0:14:36.518 გქონდეთ იდეალური მტკიცებულება [br]და გყავდეთ ძლიერი მოკავშირეები. 0:14:36.518,0:14:39.508 იყავით პერსპექტივის მგზნებარე აღმქმელი 0:14:39.508,0:14:41.688 თუ თქვენ ამ საშუალებებს გამოიყენებთ... 0:14:41.688,0:14:44.338 თითოეულ თქვენგანს [br]შეუძლია მათი გამოყენება... 0:14:44.338,0:14:48.148 თქვენ გააფართოებთ თქვენს [br]მისაღებ ქცევათა საზღვრებს 0:14:48.148,0:14:52.325 და თქვენი სიცოცხლე[br]უმეტესად ბედნიერი იქნება. 0:14:52.325,0:14:54.325 გმადლობთ.