თქვენ უკვე ნახეთ, როგორ იცვლება ფონი და ფერები გვერდზე. მაგრამ, აქ იმდენი კიდევ იმდენი რამეა, რისი გაკეთებაც ტექსტითა და CSS-ით შეგიძლიათ. დასაწყისისთვის, მოდი შრიფტი შევცვალოთ. რა არის შრიფტი? ალბათ, ეს უკვე იცით, მაგრამ შეიძლება არ იცოდეთ ტერმინი. ეს სიტყვების შესაქმნელი ასოების სტილია. ხვეულები აქვთ თუ არა, სქელებია თუ არა, ან გვანან თუ არა კალმით ნაწერებს. უფრო გამარტივდება, თუ შრიფტს შეცვლით ამ გვერდზე, მე გადავალ წესზე, რათა ავარჩიო ყველა პარაგრაფი, და ჩავამატებ `font-family` ფუნქციას აქ. ნახეთ, როგორ შეიცვალა ასოები? [მას შემდეგ, რაც ეს გავაკეთეთ]? ისინი ახლა უფრო მარტვად ჩანს. ახლა, მოდი შევცვლი `font-family`-ს ისევ განსაზღვრული `serif`-ით. შეამჩნიეთ, რომ ასოები უფრო კომპლექსურია? 'serif' ნებისმიერ იმ შრიფტს ჰქვია, რომელიც ცოტათი"პატარა ფეხებს ჰგავს" ტექსტში. როცა ჩვენ მივუთითებთ ბრაუზერს გამოიყენოს 'serif'-ის ტიპის შრიფტი, ის გამოიყენებს თქვენს კომპიუტერზე დეფოლტად დაყენებულ შრიფტს. რომელიც ჩვეულებრივ 'Times New Roman'-ია. მე მინდა ის ისევ შევცვალო `sans-serif`-ით. ტერმინი 'sans' ლათინური წარმოშობისაა და 'გარეშეს' ნიშნავს. ანუ, sans-serif შრიფტი, ის არის, რომელსაც არ აქვს "პატარა ფეხები" ასოებზე. ამიტომ, ასოები შედარებით მარტივად გამოიყურება. როცა ჩვენ ბრაუზერს მივუთითებთ, რომ გამოიყენოს sans-serif-ის ტიპის შრიფტი, ის იყენებს თქვენს კომპიუტერზე დეფოლტად დაყენებულს, ეს ჩვეულებრივ 'Arial' ან 'Helvetica'-აა. მაგრამ, აქ მნიშვნელოვანია შენიშნოთ: შრიფტს კომპიუტერი არჩევს არა ავტორი. ასე რომ, ჩვენ შეიძლება ორ სხვადასხვა sans-serif შრიფტს ვხედავდეთ ახლა, თუ თქვენს კომპიუტერს განსხვავებული შრიფტი აქვს დეფოლტად დაყენებული. ზოგჯერ, ეს კარგია, თუმცა, ხანდახან, მე მინდა მაყურებელი ვებ-გვერდს ისეთივე შრიფტით ხედავდეს, როგორითაც მე. ამ შემთხვევაში, მე შემიძლია განვსაზღვრო შრიფტის ზუსტი სახელი. მაგალითად,Helvetica. ეს ისევ იმუშავებს ,თუკი, მე და თქვენ, ორივეს გვაქვს Helvetica კომპიუტერში. მაგრამ ყველა კომპიუტერს არ აქვს ერთი და იგივე შრიფტი, და მაშინ, კომპიუტერი სრულად უგულებელყოფს ამ მითითებას. საბედნიეროდ, CSS საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ 'fallback' (სათადარიგო) შრიფტის ტიპი, იმ შემთხვევისთვის, თუ ეს არ არის კომპიუტერში. თქვენ უბდალოდ ამატებთ მძიმეს 'Helvetica'-ს შემდეგ და ამატებთ `sans-serif`-ს. ახლა, კომპიუტერი ეცდება მოძებნოს Helvetica, თუმცა, თუ ვერ იპოვის, მაშინ მის დეფოლტ `sans-serif` შრიფტს გამოიყენებს. ზოგადად, ყოველთვის, კონკრეტული შრიფტის არჩევისას, ვთქვათ Helvetica-ს, თქვენ უნდა დააკონკრეტოთ სარეზერვო ტიპის სახელიც. 'serif' -სა და 'sans-serif'-ს გარდა, აქ სხვა ზოგადი ტიპის შრიფტებიცაა, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია. თუ ჩვენ გვენდომებოდა ჩვენი ტექსტის ხელით ნაწერისთვის დამგვანება,ავარჩევდით `font-family: cursive`-ს. თუ მათი კიდევ უფრო გამორჩეულობა გსურთ, შეგიძლიათ აარჩიოთ `fantasy`სახეობის შრიფტი. ან, რა იქნებოდა თუკი მათი მანქანაზე ნაბეჭდის მსგავსად გამოსახვა გვენდომებოდა? მაშინ ჩვენ `monospace`შრიფტა სახეობა უნდა აგვერჩია. `monospace` შრიფტი ფიქსირებული, ერთნაირი სიგანის ასოებს გვიჩვენებს. და, ფაქტობრივად, თქვენ უკვე ბევრჯერ გინახავთ ასეთი შრიფტი ხანის აკადემიაზე. რადგან, ჩვენ ყოველთვის monospace ფონტებს ვიყენებთ კოდების რედაქტორებისთვის. ეს იმიტომ, რომ გვინდა ყველა ჩვენი კოდი გასწორებული იყოს, მიუხედავად სიტყვებში ასოებისა. ახლა, როცა თქვენ უკვე იცით, როგორ შეცვალოთ შრიფტების ტიპი, ცოდნა გონივრულად გამოიყენეთ. თუ გსურთ, თქვენი გვერდი კარგად გამოიყურებოდეს, შეზღუდული რაოდენობის შრიფტები გამოიყენეთ და ისეთები, რომლებიც ერთმანეთთან კარგად ჩანან.