JavaScript-ის ვებ-გვერდებზე გამოყენების კიდევ ერთი სახალისო ხერხია ობიექტების დროის მიხედვით ანიმირება. მაგრამ სანამ ამაზე გადავლთ უნდა დავრწმუნდე, რომ იცით სხვა ფართოდ გავრცელებული ცვლადი, რომელიც ყველა ვებ-გვერდზე არსებობს, კერძოდ window ახლა მე გავაკეთებ console.log(window) და შენ შეგიძლია დააპაუზო, შეამოწმო შენი დევაისები და ნახო, რა ხდება შიგნით. ხედავ? უზარმაზარია. უამრავ რამეს შეიცავს. ცოტა გავამარტივებ სიტუაციას და მხოლოდ ჩემს გამორჩეულ თვისებებსა და მეთოდებს გაგაცნობ. არის window.location რომელიც შეიცავს ინფორმაციას გვერდის URL-ის შესახებ. მოდი, პირდაპირ გადმოვწეროთ ეს ჩვენს გვერდზე, დაპაუზება რომ არ დაგჭირდეს. გამოდის textContent+="The URL of this page is + window.location ახლა ესაა ობიექტი ამიტომ, შიგნით უნდა ჩავწეროთ .href და მზადაა. ეს არის iFrame-ში მოქცეული გვერდის URL ასე გამოიყურება ის "შიდა სამზარეულოში". კიდევ ერთი თვისება: window.navigator.userAgent რომელიც გეუბნება, რომელ ბრაუზერს იყენებს მომხმარებელი. დავუშვათ, "The user Agent is " + window.navigator.userAgent; თუ ხაზი userAgent ცოტა არანორმალურად გეჩვენება, არაუშავს. ის არც არის შექმნილი ადამიანის საკითხავ ლიტერატურად და მისი ლოგიკა არაა სხვადასხვა ისტორიული მოვლენებით განპირობებული. დეველოპერების უმეტესობა იყენებს ბიბლიოთეკებს იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს ეს ხაზი, რომელ ბრაუზერზე მუშაობენ და რომელ ოპერაციულ სისტემაზე და ა.შ. მათთვისაც კი იგი ცოტა უცნაურია აი, ცოტა უფრო ნორმალური: window.outerWidth და window.outherHeight დავუშვათ, "This web page is "+ window.outerWidth + " by " + window.outerHeight; მე მეუბნება, რომ ზომებია 1280 715-ზე მაგრამ შენთან შეიძლება სხვა იყოს, გააჩნია, როგორ გამოიყურება შენი გვერდი როცა ამ ტუტორიალს უყურებ. ახლა ნახე: წავშლი კოდის ამ ხაზიდან window ნაწილს. ყვეალფერი მაინც მუშაობს, იმიტომ რომ window არის ვებ-გვერდების ჩაშენებული ცვლადი. როცა ბრაუზერი ეძებს, რომელ ცვლადს იყენებ ის მას window ობიეტში ეძებს. როცა შენ ახალ საერთო ცვლადს ქმნი, window ობიექტი მას ინახავს როგორც თვისებას. ეს ნიშნავს, რომ შენ არ უნდა გამოაცხადო საკუთარი outerWidth and outerHeight ცვლადები, იმიტომ რომ ისინი გადააჭარბებენ window.outerWidth და window.outHeight ცვლადებს. ისედაც, უნდა მოერიდო გლაბალურ ცვლადებს იმიტომ რომ შესაძლებელია ისინი კონფლიკტში შევიდნენ ერთმანეთთან ან სხვა არსეულ ცვლადებთან window-ში უსაფრთხოების გასაძლიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გლობალური ცვლადების ინდექსირება მაგალითად, ხანის აკადემიაზე გლაბალური ცვლადების წინ ვწერთ ინდექსს KA_ მოკლედ, ესაა window ობიექტი, ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება მისი ორი ფუნქციის გამოყენება ანიმაციების შესაქმნელად.