1 00:00:00,000 --> 00:00:02,079 ხატვაზე ბევრი ვილაპარაკეთ 2 00:00:02,079 --> 00:00:06,153 მაგრამ არაფერი გვითქვამს, მაგალითად, იმაზე, როგორ დაწეროთ თქვენი სახელი 3 00:00:06,153 --> 00:00:07,795 ეს გაკვეთილიც ამაზეა – ტექსტებზე 4 00:00:07,795 --> 00:00:10,049 რაში უნდა დაგჭირდეთ ტექსტები? 5 00:00:10,049 --> 00:00:12,303 შეიძლება მოგვინდეს თამაშში გამოვაჩინოთ ქულები 6 00:00:12,303 --> 00:00:13,309 ან პერსონაჟების რეპლიკების დავწეროთ 7 00:00:13,309 --> 00:00:16,309 ან ჩვენი სახელი გავზარდოთ, დავაპატარაოთ ან გავაფერადოთ 8 00:00:16,309 --> 00:00:18,654 მოდით ვთქვათ "hello" 9 00:00:18,654 --> 00:00:24,353 დავწეროთ, "text(hello)". დავინახავთ, რომ შეცდომის შეტყობინება ამოტივტივდა 10 00:00:24,353 --> 00:00:27,424 ის გვეუბნება, რომ "hello არ არის განსაზღვრული". რას ნიშნავს ეს? 11 00:00:27,424 --> 00:00:30,991 საქმე ისაა, რომ პროგრამას ჰგონია, რომ "hello" ცვლადია 12 00:00:31,058 --> 00:00:33,715 რაც პროგრამის გადმოსახედიდან გონივრულია 13 00:00:33,715 --> 00:00:36,222 საიდან უნდა იცოდეს, რომ "hello" არ არის ცვლადი? 14 00:00:36,222 --> 00:00:38,991 როგორ ვუთხრათ პროგრამას, რომ საქმე გვაქვს ტექსტთან? 15 00:00:38,991 --> 00:00:43,110 ეს მარტივია – უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს ტექსტის ბრჭყალებში ჩავსვათ. 16 00:00:43,159 --> 00:00:48,033 რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ცვლადი, არამედ ეს ტექსტია 17 00:00:48,153 --> 00:00:51,696 წიგნებშიც, როდესაც პერსონაჟები საუბრობენ 18 00:00:51,739 --> 00:00:53,474 მათი რეპლიკები ბრჭყალებშია ჩასმული. 19 00:00:53,474 --> 00:00:56,552 პროგრამის შემთხვევაშიც, როცა გვინდა პროგრამას რაღაც ვათქმევინოთ 20 00:00:56,552 --> 00:00:58,400 ტექსტი ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ. 21 00:00:58,400 --> 00:01:00,899 ეს მართლაც მნიშვნელოვანია, და მარტივად შესაშლელია 22 00:01:00,899 --> 00:01:05,721 გაგიმეორებთ: ყოველთვის, როდესაც პროგრამაში ტექსტის გამოყენება გინდათ 23 00:01:05,753 --> 00:01:07,236 ტექსტი ბრჭყალებში უნდა ჩასვათ. 24 00:01:07,236 --> 00:01:10,112 სხვა შემთხვევაში შეცდომების შეტყობინებები ამიგიტივტივდებათ 25 00:01:10,112 --> 00:01:15,296 თუ ამ შეტყობინებას დაინახავთ, აუცილებლად შეამოწმეთ, ხომ არ გამოგრჩათ ბრჭყალები. 26 00:01:15,359 --> 00:01:18,692 მშვენიერია! ვიყენებთ ბრჭყალებს და შეცდომებსაც აღარ გვიგდებს. 27 00:01:18,755 --> 00:01:22,168 ალბათ შენიშნეთ, რომ არაფერი ხდება, ტექსტი ისევ არ ჩანს 28 00:01:22,217 --> 00:01:29,050 თუ ფონად წითელს დავაყენებთ, მაშინ დავინახავთ, რომ ტექსტი არის. 29 00:01:29,084 --> 00:01:30,756 ის უბრალოდ თეთრადაა დაწერილი 30 00:01:30,756 --> 00:01:36,106 პრობლემა კი ისაა, რომ თეთრ ფონზე თეთრად ვწერთ 31 00:01:36,106 --> 00:01:37,952 ამიტომაც ვერ ვხედავდით ტექსტს. 32 00:01:37,952 --> 00:01:42,921 სასაცილოდ ჟღერს, რატომ ვწერდით თეთრად თეთრ ფონზე? 33 00:01:42,940 --> 00:01:47,003 ჩვენ შეგვეძლო ფერის შეცვლა, რადგან ნასწავლი გვაქვს "fill" ფუნქცია. 34 00:01:47,006 --> 00:01:49,891 ისევე, როგორც ოთკუთხედისა თუ ხაზის გაფერადება შეგვიძლია 35 00:01:49,891 --> 00:01:53,141 ტექსტიც შეგვიძლია გავაფერადოთ ისე, როგორც ვაკეთებდით 36 00:01:53,141 --> 00:01:54,231 და ისიც გამოჩნდება! 37 00:01:54,231 --> 00:01:56,680 ტექსტის გამოსაჩენად ფონის შეცვლა არ არის აუცილებელი. 38 00:01:56,680 --> 00:02:00,259 მოდით დავაკვირდეთ, რა ხდება ტექსტის დაწერისას. 39 00:02:00,259 --> 00:02:04,384 პირველი ნაწილი ცხადია - დავწეროთ ტექსტი, რომელიც გვინდა გამოვაჩინოთ 40 00:02:04,419 --> 00:02:08,934 მეორე ნაწილის გამოყენებით ტექსტი მარცხნივ და მარჯვნივ შეგვიძლია გადავაადგილოთ 41 00:02:08,949 --> 00:02:11,776 შემდეგი ნაწილით კი – ზემოთ და ქვემოთ. 42 00:02:11,776 --> 00:02:14,822 ეს ძალიან ჰგავს მართკუთხედების დახატვას. 43 00:02:15,868 --> 00:02:22,036 დააკვირდით, რომ ტექსტის კორდინატები მის ქვედა მარცხენა კუთხეს მიუთითებენ 44 00:02:22,036 --> 00:02:23,976 ანუ აი ამ კუთხეს 45 00:02:23,976 --> 00:02:27,222 მართკუთხედების შემთხვევაში ისინი ზედა მარცხენა კუთხეს მიუთითებდნენ. 46 00:02:27,222 --> 00:02:30,280 ეს ისე გამოიყურება, თითქოს თქვენს დასაბნევადაა გაკეთებული. 47 00:02:30,280 --> 00:02:32,761 უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ. 48 00:02:32,761 --> 00:02:34,913 შეგვიძლია ექსპერიმენტები გავაკეთოთ 49 00:02:34,955 --> 00:02:39,219 აქ დავწეროთ "height", (სიმაღლე) 50 00:02:39,219 --> 00:02:42,448 ამ შემთხვევაში სიმაღლე იქნება აი ეს ქვედა მარცხენა კოორდინატი 51 00:02:44,358 --> 00:02:49,965 რა მოხდება თუ აქ ნულს დავწერთ? 52 00:02:50,002 --> 00:02:53,391 ვერფერს დავინახავთ, მაგრამ თუ ნელ–ნელა ამის გაზრდას დავიწყებთ 53 00:02:53,391 --> 00:02:56,326 დავინახავთ, რომ ტექსტი აქ ცოტათი გამოჩნდება 54 00:02:56,326 --> 00:03:01,692 იმიტომ რომ ჩვენ ქვედა მარცხენა კოორდინატს ვუთითებთ და არა ზედა მარჯვენას. 55 00:03:01,692 --> 00:03:07,271 მოვრჩეთ ტექსტის გაანალიზებას, მოდით ის გავალამაზოთ. 56 00:03:07,278 --> 00:03:09,514 დავიწყოთ გაზრდით. 57 00:03:09,514 --> 00:03:13,805 ამის გაკეთება შეგვიძლია "textSize"-ით, რომელიც პროგრამას ტექსტის ზომას უთითებს. 58 00:03:13,895 --> 00:03:16,026 შეგვიძლია ჩავწეროთ 30, რაც საკმაოდ დიდია. 59 00:03:16,099 --> 00:03:20,968 შეგვიძლია კიდევ უფრო გავზარდოთ, ან ძალიან, ძალიან დავაპატარაოთ 60 00:03:21,448 --> 00:03:25,604 მოდით დავწეროთ თქვენი სახელი და ქვემოთ პატარა შეტყობინება თქვენ შესახებ 61 00:03:25,641 --> 00:03:28,646 რადგან თქვენი სახელი არ ვიცი, ჩემსას დავწერ. 62 00:03:28,646 --> 00:03:30,871 მარტივად შეგიძლიათ თქვენს სახელზე შეცვალოთ 63 00:03:30,871 --> 00:03:34,264 გამოვიყენოთ რაც ვისწავლეთ, დავწეროთ "text("Sophia")" 64 00:03:34,264 --> 00:03:35,887 ჩემი სახელიც გამოჩნდა. 65 00:03:35,887 --> 00:03:38,135 მოდით ქვემოთ პატარა შეტყობინებაც დავამატოთ 66 00:03:38,135 --> 00:03:43,493 მაგალითად:"I like puppies and guitars and coding." 67 00:03:43,493 --> 00:03:48,999 კარგი, ახლა გადავაადგილოთ ტექსტები, ისინი ერთმანეთს რომ არ დაედოს და გამოჩნდეს 68 00:03:48,999 --> 00:03:56,137 ეს გრძელი წინადადებაა, მოდით დავაპატარაოთ ის ზომაში 69 00:03:56,499 --> 00:03:58,633 მშვენიერია. 70 00:03:58,633 --> 00:04:01,914 მგონი, ცოტა მოსაბეზრებელია, რომ ორივე ტექსტი ლურჯია 71 00:04:01,934 --> 00:04:09,803 მოდით შევცვალოთ "fill"-ი, და გავხადოთ ტექსტი იისფერი 72 00:04:09,804 --> 00:04:13,126 ეს არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ ტექსტის დასაწერად 73 00:04:13,133 --> 00:04:17,853 მის გასაფერადებლად და მისი ზომის შესაცვლელად.