ხატვაზე ბევრი ვილაპარაკეთ
მაგრამ არაფერი გვითქვამს, მაგალითად,
იმაზე, როგორ დაწეროთ თქვენი სახელი
ეს გაკვეთილიც ამაზეა – ტექსტებზე
რაში უნდა დაგჭირდეთ ტექსტები?
შეიძლება მოგვინდეს
თამაშში გამოვაჩინოთ ქულები
ან პერსონაჟების რეპლიკების დავწეროთ
ან ჩვენი სახელი გავზარდოთ,
დავაპატარაოთ ან გავაფერადოთ
მოდით ვთქვათ "hello"
დავწეროთ, "text(hello)". დავინახავთ, რომ
შეცდომის შეტყობინება ამოტივტივდა
ის გვეუბნება, რომ "hello არ არის
განსაზღვრული". რას ნიშნავს ეს?
საქმე ისაა, რომ პროგრამას ჰგონია,
რომ "hello" ცვლადია
რაც პროგრამის გადმოსახედიდან გონივრულია
საიდან უნდა იცოდეს, რომ "hello"
არ არის ცვლადი?
როგორ ვუთხრათ პროგრამას,
რომ საქმე გვაქვს ტექსტთან?
ეს მარტივია – უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს
ტექსტის ბრჭყალებში ჩავსვათ.
რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ
არის ცვლადი, არამედ ეს ტექსტია
წიგნებშიც, როდესაც პერსონაჟები საუბრობენ
მათი რეპლიკები ბრჭყალებშია ჩასმული.
პროგრამის შემთხვევაშიც, როცა
გვინდა პროგრამას რაღაც ვათქმევინოთ
ტექსტი ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ.
ეს მართლაც მნიშვნელოვანია,
და მარტივად შესაშლელია
გაგიმეორებთ: ყოველთვის, როდესაც
პროგრამაში ტექსტის გამოყენება გინდათ
ტექსტი ბრჭყალებში უნდა ჩასვათ.
სხვა შემთხვევაში შეცდომების
შეტყობინებები ამიგიტივტივდებათ
თუ ამ შეტყობინებას დაინახავთ, აუცილებლად
შეამოწმეთ, ხომ არ გამოგრჩათ ბრჭყალები.
მშვენიერია! ვიყენებთ ბრჭყალებს
და შეცდომებსაც აღარ გვიგდებს.
ალბათ შენიშნეთ, რომ
არაფერი ხდება, ტექსტი ისევ არ ჩანს
თუ ფონად წითელს დავაყენებთ,
მაშინ დავინახავთ, რომ ტექსტი არის.
ის უბრალოდ თეთრადაა დაწერილი
პრობლემა კი ისაა,
რომ თეთრ ფონზე თეთრად ვწერთ
ამიტომაც ვერ ვხედავდით ტექსტს.
სასაცილოდ ჟღერს, რატომ ვწერდით
თეთრად თეთრ ფონზე?
ჩვენ შეგვეძლო ფერის შეცვლა,
რადგან ნასწავლი გვაქვს "fill" ფუნქცია.
ისევე, როგორც ოთკუთხედისა თუ ხაზის
გაფერადება შეგვიძლია
ტექსტიც შეგვიძლია გავაფერადოთ ისე,
როგორც ვაკეთებდით
და ისიც გამოჩნდება!
ტექსტის გამოსაჩენად ფონის შეცვლა
არ არის აუცილებელი.
მოდით დავაკვირდეთ, რა ხდება
ტექსტის დაწერისას.
პირველი ნაწილი ცხადია - დავწეროთ
ტექსტი, რომელიც გვინდა გამოვაჩინოთ
მეორე ნაწილის გამოყენებით ტექსტი მარცხნივ
და მარჯვნივ შეგვიძლია გადავაადგილოთ
შემდეგი ნაწილით კი – ზემოთ და ქვემოთ.
ეს ძალიან ჰგავს
მართკუთხედების დახატვას.
დააკვირდით, რომ ტექსტის კორდინატები
მის ქვედა მარცხენა კუთხეს მიუთითებენ
ანუ აი ამ კუთხეს
მართკუთხედების შემთხვევაში ისინი
ზედა მარცხენა კუთხეს მიუთითებდნენ.
ეს ისე გამოიყურება, თითქოს თქვენს
დასაბნევადაა გაკეთებული.
უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ.
შეგვიძლია ექსპერიმენტები გავაკეთოთ
აქ დავწეროთ "height", (სიმაღლე)
ამ შემთხვევაში სიმაღლე
იქნება აი ეს ქვედა მარცხენა კოორდინატი
რა მოხდება თუ აქ ნულს დავწერთ?
ვერფერს დავინახავთ, მაგრამ
თუ ნელ–ნელა ამის გაზრდას დავიწყებთ
დავინახავთ, რომ ტექსტი
აქ ცოტათი გამოჩნდება
იმიტომ რომ ჩვენ ქვედა მარცხენა კოორდინატს
ვუთითებთ და არა ზედა მარჯვენას.
მოვრჩეთ ტექსტის გაანალიზებას,
მოდით ის გავალამაზოთ.
დავიწყოთ გაზრდით.
ამის გაკეთება შეგვიძლია "textSize"-ით,
რომელიც პროგრამას ტექსტის ზომას უთითებს.
შეგვიძლია ჩავწეროთ 30, რაც საკმაოდ დიდია.
შეგვიძლია კიდევ უფრო გავზარდოთ,
ან ძალიან, ძალიან დავაპატარაოთ
მოდით დავწეროთ თქვენი სახელი
და ქვემოთ პატარა შეტყობინება თქვენ შესახებ
რადგან თქვენი სახელი
არ ვიცი, ჩემსას დავწერ.
მარტივად შეგიძლიათ თქვენს სახელზე შეცვალოთ
გამოვიყენოთ რაც ვისწავლეთ,
დავწეროთ "text("Sophia")"
ჩემი სახელიც გამოჩნდა.
მოდით ქვემოთ პატარა შეტყობინებაც დავამატოთ
მაგალითად:"I like puppies
and guitars and coding."
კარგი, ახლა გადავაადგილოთ ტექსტები,
ისინი ერთმანეთს რომ არ დაედოს და გამოჩნდეს
ეს გრძელი წინადადებაა,
მოდით დავაპატარაოთ ის ზომაში
მშვენიერია.
მგონი, ცოტა მოსაბეზრებელია, რომ
ორივე ტექსტი ლურჯია
მოდით შევცვალოთ "fill"-ი, და
გავხადოთ ტექსტი იისფერი
ეს არის ყველაფერი,
რაც გჭირდებათ ტექსტის დასაწერად
მის გასაფერადებლად
და მისი ზომის შესაცვლელად.