1 00:00:00,772 --> 00:00:02,312 მე შეფ-მზარეული 2 00:00:02,336 --> 00:00:04,051 და სასურსათო პოლიტიკის ექსპერტი ვარ, 3 00:00:04,779 --> 00:00:08,072 მაგრამ პედაგოგების ოჯახიდან მოვდივარ. 4 00:00:08,096 --> 00:00:11,391 ჩემი და ინკლუზიური განათლების პედაგოგია ჩიკაგოში. 5 00:00:11,415 --> 00:00:15,662 მამა 25 წელი მეხუთე კლასელებს ასწავლიდა და ახლახანს პენსიაზე გავიდა. 6 00:00:16,177 --> 00:00:18,322 ბიძა და დეიდა პროფესორები იყვნენ. 7 00:00:18,346 --> 00:00:19,998 ჩემი ყველა ბიძაშვილი ასწავლის. 8 00:00:20,022 --> 00:00:23,604 ჩემ ოჯახში ჩემ გარდა, პრაქტიკულად ყველა ასწავლის. 9 00:00:24,778 --> 00:00:29,622 მათ მასწავლეს, რომ სწორი პასუხების მიღების ერთადერთი გზა, 10 00:00:29,646 --> 00:00:32,191 სწორი კითხვების დასმაა. 11 00:00:33,051 --> 00:00:34,634 მაშ, რა არის სწორი კითხვები, 12 00:00:34,658 --> 00:00:38,817 როდესაც საქმე ჩვენი ბავშვების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას ეხება? 13 00:00:40,806 --> 00:00:43,628 ცხადია, ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს, 14 00:00:43,652 --> 00:00:46,124 მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია შემდეგით დავიწყოთ: 15 00:00:47,046 --> 00:00:49,090 როგორ ფიქრობთ, რა კავშირია 16 00:00:49,114 --> 00:00:52,533 ბავშვების მზარდ გონებასა 17 00:00:52,557 --> 00:00:53,949 და მათ მზარდ სხეულს შორის? 18 00:00:54,870 --> 00:00:57,608 რის სწავლას ველით ჩვენი ბავშვებისგან, 19 00:00:57,632 --> 00:01:01,641 თუ მათი კვების რაციონი შაქრით სავსეა და საკვები ნივთიერებებისგან დაცლილი? 20 00:01:02,617 --> 00:01:04,798 რის სწავლას შეძლებენ, 21 00:01:04,822 --> 00:01:09,284 თუ მათი სხეულები პირდაპირი გაგებით შიმშილობენ? 22 00:01:10,157 --> 00:01:13,964 და ყველა იმ რესურით, რომელსაც სკოლებში ვდებთ, 23 00:01:13,988 --> 00:01:16,140 უნდა შევჩერდეთ და საკუთარ თავებს ვკითხოთ: 24 00:01:16,164 --> 00:01:19,110 ნამდვილად ვუწყობთ ჩვენს ბავშვებს ხელს წარმატების მიღწევაში? 25 00:01:20,119 --> 00:01:21,824 რამდენიმე წლის წინ, 26 00:01:21,848 --> 00:01:26,002 მზარეულების კონკურს "დაჭრილში" ჟიურის წევრი ვიყავი. 27 00:01:26,598 --> 00:01:29,578 ოთხი შეფ-მზარეული საუკეთესო კერძის მომზადებაში 28 00:01:29,602 --> 00:01:32,246 საიდუმლო ინგრედიენტებით ეჯიბრებოდა ერთმანეთს. 29 00:01:33,008 --> 00:01:36,648 ამ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი განსაკუთრებული იყო. 30 00:01:37,402 --> 00:01:39,681 ოთხი მეტისმეტად ბეჯითი მზარეულის ნაცვლად, 31 00:01:39,705 --> 00:01:41,960 რომელიც ყურადღების ცენტრში მოხვედრას ცდილობს... 32 00:01:41,984 --> 00:01:43,135 რაზეც მე არაფერი ვიცი... 33 00:01:43,159 --> 00:01:44,190 (სიცილი) 34 00:01:44,214 --> 00:01:46,673 ისინი სკოლის შეფ-მზარეულები იყვნენ. 35 00:01:46,697 --> 00:01:49,846 აი, ის ქალები, ადრე "ბუფეტის ქალს" რომ ვეძახდით, 36 00:01:49,870 --> 00:01:52,834 მაგრამ მოვითხოვ "სკოლის შეფ-მზარეულები" დავუძახოთ. 37 00:01:53,303 --> 00:01:56,283 ეს ქალები... ღმერთმა დალოცოს ისინი... 38 00:01:56,307 --> 00:02:00,240 დღეებს ათასობით ბავშვისთვის საჭმლის მზადებაში ატარებენ. 39 00:02:00,264 --> 00:02:04,032 საუზმე და ლანჩი, მხოლოდ 2,68 დოლარად. 40 00:02:04,056 --> 00:02:07,194 საიდანაც მხოლოდ 1 დოლარი მიდის საჭმელზე. 41 00:02:08,226 --> 00:02:12,733 ამ ეპიზოდში, მთავარი კერძის საიდუმლო ინგრედიენტი კინოა იყო. 42 00:02:13,400 --> 00:02:15,061 ვიცი, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, 43 00:02:15,085 --> 00:02:17,281 რაც უმეტეს თქვენგანს სკოლაში უჭამია 44 00:02:17,305 --> 00:02:19,917 და კვებაში დიდი პროგრესი განვიცადეთ, 45 00:02:19,941 --> 00:02:23,275 თუმცა კინოა ჯერ კიდევ არ არის ძირითადი პროდუქტი სკოლების სასადილოებში. 46 00:02:23,299 --> 00:02:24,942 (სიცილი) 47 00:02:24,966 --> 00:02:26,332 ასე რომ, ეს გამოწვევა იყო. 48 00:02:26,957 --> 00:02:30,174 კერძი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, 49 00:02:30,198 --> 00:02:32,056 ქალმა, სახელად შერილ ბარბარამ მოამზადა. 50 00:02:32,080 --> 00:02:33,814 შერილი კონექტიკუტის საშუალო სკოლაში, 51 00:02:33,838 --> 00:02:36,001 დიეტოლოგიის დირექტორი იყო. 52 00:02:36,025 --> 00:02:39,432 მან გემრიელი პასტა მოამზადა, რომელიც შესანიშნავი იყო. 53 00:02:39,456 --> 00:02:43,895 ეს იყო პაპარდელე იტალიური სოსისით, ხუჭუჭა კომბოსტოთი და პარმეზანის ყველით. 54 00:02:43,919 --> 00:02:47,178 ისეთი გემრიელი იყო, როგორც რესტორნის, 55 00:02:47,202 --> 00:02:50,962 თუმცა მან კერძში კინოა 56 00:02:50,986 --> 00:02:52,164 თითქმის უმი ჩაყარა. 57 00:02:52,553 --> 00:02:54,273 უცნაური არჩევანი იყო, 58 00:02:54,297 --> 00:02:56,770 და კერძი ძალიან ხრაშუნა გამოვიდა. 59 00:02:56,794 --> 00:02:59,436 (სიცილი) 60 00:02:59,460 --> 00:03:04,378 სატელევიზიო გადაცემაში მონაწილე ჩვეული ჟიურის როლი მოვირგე 61 00:03:04,402 --> 00:03:06,240 და ვკითხე ეს რატომ გააკეთა. 62 00:03:06,794 --> 00:03:10,113 შერილმა მიპასუხა: "პირველ რიგში, არ ვიცი რა არის კინოა". 63 00:03:10,137 --> 00:03:11,197 (სიცილი) 64 00:03:11,221 --> 00:03:15,237 "მაგრამ ვიცი, რომ ორშაბათია 65 00:03:15,261 --> 00:03:18,618 და რომ ჩვენ სკოლაში 66 00:03:18,642 --> 00:03:20,534 ამ დღეს სულ პასტას ვამზადებ". 67 00:03:21,116 --> 00:03:23,758 შერილმა განმარტა, რომ უმეტეს ბავშვს 68 00:03:24,574 --> 00:03:26,812 ვიკენდებზე საკვები არ ჰქონდა. 69 00:03:28,728 --> 00:03:30,438 საკვები არ ჰქონდა შაბათს 70 00:03:32,343 --> 00:03:33,993 საკვები არ ჰქონდა კვირას. 71 00:03:35,047 --> 00:03:38,513 ასე რომ, ის პასტას ამზადებდა 72 00:03:38,537 --> 00:03:43,275 ანუ ისეთ რამეს, რასაც მოსწავლეები ნამდვილად შეჭამდნენ. 73 00:03:44,760 --> 00:03:47,454 როგორც მან თქვა "რაღაც, რაც მათ ფერდებს ამოავსებდა" 74 00:03:48,882 --> 00:03:51,138 რაღაც, რაც მათ გააძღობდა. 75 00:03:52,972 --> 00:03:56,797 შერილმა მოყვა, რომ როცა ორშაბათი მოვა 76 00:03:57,967 --> 00:04:00,568 მოსწავლეები იმდენად მშივრები არიან, 77 00:04:00,592 --> 00:04:03,345 რომ სწავლაზე ფიქრის დაწყებაც კი არ შეუძლიათ. 78 00:04:04,356 --> 00:04:07,977 საჭმელი ერთადერთი რამ იყო, რაზეც ფიქრობდნენ, 79 00:04:10,714 --> 00:04:11,884 ერთადერთი რამ. 80 00:04:12,296 --> 00:04:15,463 საუბედუროდ, სტატისტიკაც ამას გავჩვენებს. 81 00:04:16,071 --> 00:04:18,752 მოდით, ეს ბავშვის თვალსაზრისით განვიხილოთ 82 00:04:20,633 --> 00:04:22,443 და დღის ყველაზე მნიშვნელოვან საკვებზე, 83 00:04:22,467 --> 00:04:24,207 საუზმეზე გავამახვილოთ ყურადღება, 84 00:04:24,231 --> 00:04:25,542 გაიცანით ელისონი. 85 00:04:25,566 --> 00:04:27,070 ის 12 წლისაა. 86 00:04:27,094 --> 00:04:28,750 ის უჩვეულოდ ჭკვიანია 87 00:04:28,774 --> 00:04:31,537 და როდესაც გაიზრდება, უნდა რომ ფიზიკოსი გახდეს. 88 00:04:31,561 --> 00:04:33,760 ელისონის სკოლას, 89 00:04:33,784 --> 00:04:36,171 საკვები ნივთიერებებით მდიდარი საუზმე რომ ჰქონდეს, 90 00:04:36,195 --> 00:04:37,450 ყველა მოსწავლისთვის, 91 00:04:37,474 --> 00:04:38,922 ამას შემდეგი რამეები მოყვება. 92 00:04:38,946 --> 00:04:42,211 შანსი, რომ მან მიიღოს საკვები ნივთიერებებით მდიდარი საჭმელი: 93 00:04:42,235 --> 00:04:45,401 მეტი ხილითა და რძით და ნაკლები შაქრითა და მარილით, 94 00:04:45,425 --> 00:04:47,011 მკვეთრად გაიზრდება. 95 00:04:47,637 --> 00:04:51,320 ელისონი ნაკლებად იქნება სიმსუქნისკენ მიდრეკილი. 96 00:04:51,344 --> 00:04:53,129 ნაკლებად იავადმყოფებს, 97 00:04:53,153 --> 00:04:56,172 ნაკლებად ექნება მღელვარება და დეპრესია 98 00:04:56,196 --> 00:04:57,712 ექნება უკეთესი ქცევა, 99 00:04:57,736 --> 00:05:00,991 უკეთესი დასწრება და უფრო ხშირად გამოცხადდება დროულად. 100 00:05:01,015 --> 00:05:02,387 რატომ? 101 00:05:02,411 --> 00:05:05,411 იმიტომ რომ კარგი საჭმელი ელოდება სკოლაში. 102 00:05:06,007 --> 00:05:08,834 ჯამში ელისონს უკეთესი ჯანმრთელობა ექნება, 103 00:05:09,461 --> 00:05:11,176 ვიდრე საშუალო სტატისტიკურ მოსწავლეს. 104 00:05:11,887 --> 00:05:13,520 რაც შეეხება ბავშვს, 105 00:05:13,544 --> 00:05:16,640 რომელსაც საკვები ნივთიერებებით მდიდარი საუზმე არ ელოდება სკოლაში. 106 00:05:16,664 --> 00:05:18,072 გაიცანოთ ტომი 107 00:05:18,546 --> 00:05:20,974 ის ასევე 12 წლისაა და შესანიშნავი ბავშვია. 108 00:05:20,998 --> 00:05:22,478 მას უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს. 109 00:05:22,785 --> 00:05:24,549 ბაღში მყოფი ტომი, 110 00:05:24,573 --> 00:05:27,402 უკვე ჩამორჩა მათემატიკაში. 111 00:05:28,174 --> 00:05:30,354 როცა მესამე კლასშია, 112 00:05:30,378 --> 00:05:32,975 მათემატიკისა და კითხვაში დაბალ ქულებს იღებს. 113 00:05:34,158 --> 00:05:35,951 11 წლისთვის, 114 00:05:35,975 --> 00:05:39,806 სავარაუდოდ ტომს კლასში ჩარჩენა მოუწევს. 115 00:05:41,092 --> 00:05:44,426 კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებსაც სტაბილური კვების რეჟიმი არ აქვთ, 116 00:05:44,450 --> 00:05:46,212 განსაკუთრებით კი საუზმის შემთხვევაში, 117 00:05:46,236 --> 00:05:49,280 საერთო ჯამში, სუსტი კოგნიტური ფუნქციონირება ახასიათებთ. 118 00:05:50,750 --> 00:05:52,884 რამდენად გავრცელებულია ეს პრობლემა? 119 00:05:53,676 --> 00:05:55,871 სამწუხაროდ ის საყოველთაოა. 120 00:05:57,228 --> 00:05:58,752 ორ სტატისტიკურ მონაცემს მოვიტან, 121 00:05:58,776 --> 00:06:01,441 რომელიც თითქოს ერთმანეთის საპირისპიროა, 122 00:06:01,465 --> 00:06:03,613 მაგრამ რეალურად ერთი მონეტის ორი მხარეა. 123 00:06:04,140 --> 00:06:06,154 ერთის მხრივ, 124 00:06:06,178 --> 00:06:09,386 6-დან ერთი ამერიკელი არასაკმარისად იკვებება, 125 00:06:09,410 --> 00:06:12,651 16 მილიონი ბავშვის ჩათვლით, რაც თითქმის 20%-ია. 126 00:06:13,355 --> 00:06:14,784 მათ არ აქვთ საკმარისი საკვები. 127 00:06:14,808 --> 00:06:16,895 მხოლოდ აქ, ნიუ-იორკში 128 00:06:18,173 --> 00:06:23,477 ყოველწლიურად 474 000 არასრულწლოვანი შიმშილს ებრძვის. 129 00:06:24,884 --> 00:06:26,059 ეს სიგიჟეა. 130 00:06:26,480 --> 00:06:27,630 მეორეს მხრივ, 131 00:06:28,503 --> 00:06:32,612 არასწორი კვება, თავიდან აცილებადი სიკვდილიანობის 132 00:06:32,636 --> 00:06:34,922 და დაავადებების მთავარი გამომწვევია ამ ქვეყანაში. 133 00:06:35,271 --> 00:06:38,492 იმ ბავშვების მესამედი, რომლებზეც ამ საღამოს ვსაუბრობთ, 134 00:06:38,516 --> 00:06:41,290 დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე არიან. 135 00:06:42,807 --> 00:06:45,189 აღსაქმელად რთულია, 136 00:06:45,213 --> 00:06:47,756 მაგრამ რეალურად, ერთიდაიგივე ბავშვებზეა ლაპარაკი. 137 00:06:48,855 --> 00:06:51,754 ბავშვები არაჯანსაღ და იაფფასიან კალორიებს იღებენ, 138 00:06:51,778 --> 00:06:55,968 რომლებიც მათ წრეშია და რომლებზეც მათ ოჯახებს მიუწვდებათ ხელი. 139 00:06:56,752 --> 00:07:03,322 მაგრამ თვის ბოლოსთვის საკვების კუპონები ილევა, ან სამუშაო საათები მცირდება 140 00:07:03,346 --> 00:07:06,423 და მათ საბაზისო საკვების ფული არ აქვთ. 141 00:07:08,089 --> 00:07:11,415 ჩვენ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. ასე არაა? 142 00:07:11,439 --> 00:07:13,107 გვაქვს ამის პასუხები. 143 00:07:13,917 --> 00:07:18,048 თეთრ სახლში ჩემი სამუშაოს ფარგლებში ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, 144 00:07:18,072 --> 00:07:19,938 რომ ყველა სკოლაში, რომელსაც 40%-ზე მეტი 145 00:07:19,962 --> 00:07:22,010 დაბალ შემოსავლიანი ოჯახის ბავშვები ჰყავდათ, 146 00:07:22,034 --> 00:07:26,779 ყველა მოსწავლეს საუზმითა და ლანჩით ვემსახურებოდით უფასოდ. 147 00:07:28,305 --> 00:07:30,356 ეს პროგრამა წარმოუდგენლად წარმატებული იყო, 148 00:07:30,380 --> 00:07:34,432 რადგან ბავშვების საკვები ნივთიერებებით გაჯერებული საუზმით უზრუნველყოფისას, 149 00:07:34,456 --> 00:07:37,601 ის ძალიან რთული ბარიერის დაძლევაში დაგვეხმარა. 150 00:07:37,625 --> 00:07:40,342 ეს იყო სტიგმის ბარიერის დაძლევა. 151 00:07:41,769 --> 00:07:46,026 სკოლები ბავშვებს საუზმით, სწავლის დაწყებამდე ემსახურებოდნენ. 152 00:07:47,778 --> 00:07:51,826 ეს მხოლოდ ღარიბი ბავშვებისთვის ხდებოდა. 153 00:07:53,371 --> 00:07:56,700 ამიტომ ყველამ იცოდა ვის უჭირდა და ვის სჭირდებოდა მთავრობის დახმარება. 154 00:07:57,597 --> 00:08:02,397 ყველა ბავშვი, მნიშვნელობა არ აქვს მისი მშობლები რამდენად შეძლებულები არიან, 155 00:08:02,421 --> 00:08:03,781 საკმაოდ ამაყია. 156 00:08:05,107 --> 00:08:06,384 მაშ, რა მოხდა? 157 00:08:06,977 --> 00:08:09,445 სკოლებმა, რომლებმაც ეს პროგრამა დანერგეს, 158 00:08:09,469 --> 00:08:14,168 მათემატიკასა და კითხვის შედეგებში 17,5%-იანი ზრდა განიცადეს. 159 00:08:14,657 --> 00:08:16,572 17,5%-იანი 160 00:08:17,490 --> 00:08:20,364 კვლევა გვაჩვენს, რომ როდესაც ბავშვებს სტაბილური, 161 00:08:20,388 --> 00:08:22,389 საკვები ნივთიერებებით მდიდარი საუზმე აქვთ, 162 00:08:23,882 --> 00:08:27,544 მათ მიერ უნივერსიტეტის დამთავრების ალბათობა 20%-ით იზრდება. 163 00:08:28,313 --> 00:08:29,904 20%-ით. 164 00:08:31,012 --> 00:08:34,771 როდესაც ჩვენს შვილებს ვკვებავთ, ისე როგორც საჭიროა, 165 00:08:34,795 --> 00:08:36,881 ამით წარმატების პირობებს ვუქმნით, 166 00:08:37,955 --> 00:08:40,036 კლასშიც და მის მიღმაც 167 00:08:40,900 --> 00:08:43,866 შეგიძლიათ არ მენდოთ, 168 00:08:44,644 --> 00:08:46,599 მაგრამ დონა მარტინს უნდა ესაუბროთ. 169 00:08:47,249 --> 00:08:48,996 მიყვარს დონა მარტინი. 170 00:08:49,020 --> 00:08:52,697 დონა მარტინი ბურკეს სკოლის კვების დირექტორია 171 00:08:52,721 --> 00:08:54,403 ვეინესბოროში, ჯორჯიის შტატში. 172 00:08:55,053 --> 00:08:57,766 ბურკე ერთ-ერთ უღარიბესი რეგიონია, 173 00:08:57,790 --> 00:09:00,493 სიღარიბით ბოლოდან მეხუთე შტატში ქვეყანაში 174 00:09:00,517 --> 00:09:06,646 და დონას სტუდენტების თითქმის 100% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 175 00:09:07,672 --> 00:09:08,883 რამდენიმე წლის წინ, 176 00:09:08,907 --> 00:09:12,861 დონამ გადაწყვიტა ახალი დასანერგი სტანდარტები გაეუმჯობესებინა 177 00:09:12,885 --> 00:09:15,219 და კვების სტანდარტების ძირეული ცვლილება მოეხდინა. 178 00:09:16,200 --> 00:09:20,851 მან გააუმჯობესა კვება, დაამატა ხილ-ბოსტნეული და მარცვლეული. 179 00:09:20,875 --> 00:09:23,820 უზრუნველყო საუზმე ყველა მისი მოსწავლისათვის კლასშივე 180 00:09:24,374 --> 00:09:26,198 და დანერგა სადილის პროგრამა. 181 00:09:26,222 --> 00:09:27,379 რატომ? 182 00:09:28,336 --> 00:09:31,430 სახლში დაბრუნებული მისი მოსწავლეების უმეტესობას სადილი არ ჰქონდა, 183 00:09:31,975 --> 00:09:34,184 მაშ, რა მოჰყვა ამას? 184 00:09:34,208 --> 00:09:36,829 ბავშვებს მოეწონათ საკვები. 185 00:09:37,577 --> 00:09:39,265 მათ მოეწონათ უკეთესი კვება 186 00:09:39,289 --> 00:09:41,262 და ის, რომ მშივრები აღარ იყვნენ. 187 00:09:42,759 --> 00:09:46,416 დონას მოულოდნელი მხარდამჭერი გამოუჩნდა. 188 00:09:47,055 --> 00:09:49,139 მისი სახელი ერიკ პარკერია. 189 00:09:49,163 --> 00:09:52,797 ის საფეხბურთო გუნდის, ბურკის რეგიონის "დათვების" მთავარი მწვრთნელი იყო. 190 00:09:53,668 --> 00:09:56,733 მწვრთნელი პარკერი წლების განმავლობაში საშუალო გუნდებს წვრთნიდა. 191 00:09:56,757 --> 00:09:59,680 "დათვები" თითქმის სულ ცხრილის შუაში ამთავრებდნენ. 192 00:09:59,704 --> 00:10:02,866 ეს დიდი იმედგაცრუება იყო, 193 00:10:02,890 --> 00:10:05,176 ფეხბურთით ერთ-ერთი ყველაზე გატაცებული შტატისთვის. 194 00:10:05,200 --> 00:10:09,150 მაგრამ იმ წელს, როდესაც დონამ მენიუ შეცვალა, 195 00:10:09,174 --> 00:10:12,681 "დათვებმა" არა მხოლოდ მათი დივიზიონი მოიგეს, 196 00:10:12,705 --> 00:10:15,144 არამედ ფიჩის რეგიონის "ტროიანელების" დამარცხებით, 197 00:10:15,168 --> 00:10:18,880 ანგარიშით 28-14, შტატის ჩემპიონებიც გახდნენ 198 00:10:18,904 --> 00:10:21,259 (სიცილი) 199 00:10:21,283 --> 00:10:22,797 მწვრთნელმა პარკერმა, 200 00:10:23,507 --> 00:10:26,788 ეს წარმატება დონა მარტინის დამსახურებად ჩათვალა. 201 00:10:29,274 --> 00:10:32,035 როცა ბავშვებს საბაზისო კვებით უზრუნველვყოფთ, 202 00:10:32,059 --> 00:10:33,464 ისინი წარმატებას აღწევენ. 203 00:10:34,310 --> 00:10:39,229 ეს არა მხოლოდ შერილ ბარბარების და დონა მარტინების საზრუნავია, 204 00:10:40,039 --> 00:10:41,395 არამედ ჩვენი ყველასი. 205 00:10:42,218 --> 00:10:46,704 ჩვენი ბავშვების საბაზისო კვება, მხოლოდ დასაწყისია. 206 00:10:47,517 --> 00:10:49,482 ის რაც აღვწერეთ, 207 00:10:49,506 --> 00:10:52,649 სინამდვილეში ბევრი ყველაზე პრობლემური საკითხის გადაწყვეტის მოდელია. 208 00:10:54,183 --> 00:10:59,403 თუ სათანადოდ გამოკვების მარტივ მიზანს დავისახავთ, 209 00:11:00,514 --> 00:11:03,675 მსოფლიო უფრო სტაბილური და დაცული გახდება; 210 00:11:04,929 --> 00:11:08,097 ეკონომიკურ პროდუქტიულობას მკვეთრად გავაუმჯობესებთ; 211 00:11:09,023 --> 00:11:11,574 გარდავქმნით ჯანდაცვის სისტემას; 212 00:11:12,736 --> 00:11:14,412 და შევძლებთ უზრუნველვყოთ, 213 00:11:14,436 --> 00:11:17,482 რომ დედამიწაზე არსებული რესუსრსი მომავალ თაობებს ეყოთ. 214 00:11:17,506 --> 00:11:22,174 საკვები არის საკითხი, რომელშიც კოლექტიური მცდელობები 215 00:11:22,198 --> 00:11:24,071 უდიდეს გავლენას მოახდენს. 216 00:11:25,825 --> 00:11:28,910 ასე რომ, საკუთარ თავებს უნდა ვკითხოთ: რა არის სწორი კითხვა? 217 00:11:28,934 --> 00:11:31,077 რა მოხდება თუ მეტი საკვები ნივთიერებებით სასვე 218 00:11:31,101 --> 00:11:36,678 და ეკოლოგიურად მოყვანილ საჭმელს შევჭამთ? 219 00:11:36,702 --> 00:11:38,066 რა გავლენა ექნება ამას? 220 00:11:39,184 --> 00:11:40,599 ვფიქრობ, შერილ ბარბარამ, 221 00:11:41,909 --> 00:11:43,531 დონა მარტინმა, 222 00:11:43,555 --> 00:11:45,841 მწვრთნელმა პარკერმა და ბურკეს რეგიონის "დათვებმა" 223 00:11:46,539 --> 00:11:48,183 იციან ამაზე პასუხი. 224 00:11:48,207 --> 00:11:49,818 დიდი მადლობა. 225 00:11:49,842 --> 00:11:54,314 (აპლოდისმენტები)