WEBVTT 00:00:00.000 --> 00:00:05.360 ინგლისურ ენაში მეტყველების სხვადასხვა ნაწილებია. 00:00:05.360 --> 00:00:08.400 მაგალითად არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ზმნიზედა, ზმნა. 00:00:08.400 --> 00:00:12.400 ასევე გვაქვს წესები, რომლებიც გვასწავლიან თუ როგორ შევუთავსოთ ისინი ერთმანეთს. 00:00:12.400 --> 00:00:22.230 თუ ვიტყვით ასეთ რამეს " ძაღლი წიგნებს ჩემი ჭამს" ვერ გაიგებთ ჩემს ნათქვამს. 00:00:22.230 --> 00:00:26.640 თუ აქამდე ვერ ხვდებოდით, არ შეგიძლიათ ორი არსებითი სახელის და ზმნიზედის 00:00:26.640 --> 00:00:28.730 ზმნის წინ უბრალოდ მოთავსება. ასე არ გამოდის. 00:00:28.730 --> 00:00:34.870 ადგილები რომ შემეცვალა სიტყვებისთვის და მეთქვა "ჩემი ძაღლი ჭამს წიგნებს" 00:00:34.870 --> 00:00:37.160 მიხვდებოდით რას ვამბობ. 00:00:37.160 --> 00:00:42.860 სიტყვა "ჭამს" შემიძლია შევცვალო სხვა ზმნით მაგალითად "ისვრის". 00:00:42.860 --> 00:00:46.860 წინადადებას მაინც ექნებოდა შინაარსი, მიუხედავად აზრისა. 00:00:46.860 --> 00:00:51.930 პროგრამირებაში მეტყველების ნაწილების ნაცვლად გვაქვს ტიპები. 00:00:51.930 --> 00:00:56.950 თქვენ უკვე ნახეთ ერთ-ერთი მათგანი - რიცხვები. ხატვის დროს ხშირად ვიყენებთ. 00:00:56.950 --> 00:01:00.950 ენის მსგავსად, ზოგჯერ უნდა გამოვიყენოთ რიცხვები, ზოგჯერ არა. 00:01:00.950 --> 00:01:08.800 აქ რომ დამეწერა "100 -", მაშინ შემდეგ რასაც დავწერ, უნდა იყოს რიცხვი. 00:01:08.800 --> 00:01:14.490 ან რაიმე, რაც რიცხვად გამოითვლება მაგალითად "14 + 15". 00:01:14.490 --> 00:01:21.240 100-ის შემდეგ ადგილი რომ გამომეტოვებინა, რიცხვს ვეღარ დავწერდი. 00:01:21.240 --> 00:01:23.350 "100 10" არაფერს არ ნიშნავს. 00:01:23.350 --> 00:01:27.350 პროგრამირებაში არის სხვა ტიპიც, რომელსაც ბულის რიცხვი(ბულეანი) ჰქვია. 00:01:27.350 --> 00:01:34.670 იგი გამოიგონა ჯორჯ ბულმა, ამის გამო დაერქვა ეს სახელი. 00:01:34.670 --> 00:01:38.190 რიცხვებისგან განსხვავებით, რომელთაც უამრავი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ 00:01:38.190 --> 00:01:40.720 ბულის ცვლადს შეიძლება მხოლოდ ორი მნიშვნელობა ჰქონდეს 00:01:40.720 --> 00:01:42.400 true(ჭეშმარიტი) ან false(მცდარი). 00:01:42.400 --> 00:01:44.800 როგორც ხედავთ, როცა მათ ვბეჭდავ ისინი ლურჯდებიან. 00:01:44.800 --> 00:01:47.040 ეს ნიშნავს რომ მათ სპეციალური მნიშვნელობა აქვთ. 00:01:47.050 --> 00:01:50.510 ჩვენ უკვე გამოვიყენეთ ბულის ცვლადები, შეიძლება არ შეგინიშნავთ. 00:01:50.510 --> 00:01:51.820 ეს იყო if(თუ) ოპერატორთან 00:01:51.820 --> 00:01:54.140 მოდი, გავიხსენოთ, თუ როგორ მუშაობდა if 00:01:54.140 --> 00:01:58.760 შევქმნი ცვლადს სახელად "number" და გავუტოლებ 40-ს. 00:01:58.760 --> 00:02:04.840 დავწერ if-ს, თუ რიცხვი ნაკლებია 50-ზე, 00:02:04.840 --> 00:02:10.800 დავხატავ პირველ წრეწირს. 00:02:10.800 --> 00:02:17.840 დავაკოპირებ ამას თუ მტკიცებაში და ყველაფერს წინ Tab-ით წავწევ 00:02:17.840 --> 00:02:23.270 ეს ხაზი ამბობს, რომ თუ რიცხვი ნაკლებია 50-ზე (და ეს ასეა), მაშინ დაიხატება წრე. 00:02:23.270 --> 00:02:27.270 და თუ რიცხვს გავზრდი, წრე გაქრება. 00:02:27.270 --> 00:02:32.710 ფრჩხილებში მოქცეული გამოსახულება სინამდვილეში ბულის ტიპისაა 00:02:32.710 --> 00:02:36.020 დაიმახსოვრეთ, მათემატიკური გამოსახულება ყოველთვის გამოითვლება რიცხვში 00:02:36.020 --> 00:02:40.210 მაგალითად 3+2+4*8 00:02:40.210 --> 00:02:44.210 ბულის ტიპის გამოსახულება კი იღებს ლოგიკურ მნიშვნელობას (true ან false) 00:02:44.210 --> 00:02:48.150 კარგი ხერხი იმის შესამოწმებლად, არის თუ არა გამოსახულება ბულის ტიპის, ასეთია: 00:02:48.150 --> 00:02:51.060 დავუწეროთ წინ "არის თუ არა" და აღვიქვათ ეს როგორც შეკითხვა. 00:02:51.060 --> 00:02:53.850 თუ ეს შეკითხვას ჰგავს, მაშინ ეს ბულის ტიპის გამოსახულებაა. 00:02:53.850 --> 00:02:57.270 მაგალითად, არის თუ არა ეს რიცხვი 50-ზე პატარა? დიახ. 00:02:57.270 --> 00:03:00.830 შესაბამისად ეს ბულის ტიპის გამოსახულებაა. 00:03:00.830 --> 00:03:08.930 თუ მექნებოდა ასეთი რამ "4+4" და ვეცდებოდი კითხვას, "არის თუ არა 4 +4?" 00:03:08.930 --> 00:03:10.930 არა, ეს გამოსახულება არ არის ბულის ტიპის. 00:03:10.930 --> 00:03:14.220 დავუბრუნდეთ if-ს. ფრჩხილებში შემიძლია ნებისმიერი რამ ჩავუსვა 00:03:14.220 --> 00:03:17.560 თუ ის ბულის ცვლადია ან ბულის ტიპის გამოსახულება. 00:03:17.560 --> 00:03:21.560 მაგალითად, "if (true)", ამ შემთხვევაში წრე ყოველთვის დაიხატება. 00:03:21.560 --> 00:03:24.900 ან "if (false)", მაშინ წრე არასდროს დაიხატება. 00:03:24.900 --> 00:03:28.080 ასევე მაგალითად if(3 < 4) ("თუ 3 ნაკლებია 4-ზე") 00:03:28.080 --> 00:03:30.780 რაც ასევე ბულის ტიპის გამოსახულებაა 00:03:30.780 --> 00:03:33.960 და ის ყოველთვის ჭეშმარიტია, წრე აქაც სულ იქნება დახატული. 00:03:33.960 --> 00:03:38.370 თუ გვექნება if (3 > 4)("თუ 3 მეტია 4-ზე"), ეს ყოველთვის მცდარი იქნება. 00:03:38.370 --> 00:03:41.070 ასევე შემიძლია ბულის რიცხები ცვლადებს მივანიჭო. 00:03:41.070 --> 00:03:48.210 ახლა შევქმნი ახალ ცვლადს, რომელსაც დავარქმევ winstonIsCool-ს 00:03:48.210 --> 00:03:50.910 და მივანიჭებ ბულის ტიპის მნიშვნელობას 00:03:50.910 --> 00:03:53.910 true-ს ან false-ს. ვთქვათ, true-ს. 00:03:53.910 --> 00:03:57.140 ახლა ამ ცვლადს აქვს ბულის ტიპის მნიშვნელობა 00:03:57.140 --> 00:04:01.910 შემიძლია დავაკოპირო და ჩავსვა ამ if-ში. 00:04:01.910 --> 00:04:06.570 როგორც ხედავთ, წრეწირი დაიხაზა, იმიტომ რომ winstonIsCool-ის მნიშვნელობა true-ა. 00:04:06.570 --> 00:04:10.570 ეს შემიძლია შევცვალო ბულის ტიპის გამოსახულებით, 00:04:10.570 --> 00:04:14.570 2 < 4 ("2 ნაკლებია 4-ზე"). 00:04:14.575 --> 00:04:18.155 თუ ქმნით ცვლადს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ბულის ტიპის მნიშვნელობა, 00:04:18.155 --> 00:04:19.345 უნდა მისცეთ ისეთი სახელი 00:04:19.345 --> 00:04:22.775 რომელიც აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ცვლადი არის true, ანუ ჭეშმარიტი. 00:04:22.775 --> 00:04:26.095 კარგი ხერხი იმის შესამოწმებლად, რამდენად კარგი სახელი შეურჩიეთ ცვლადს: 00:04:26.095 --> 00:04:28.935 დაუმატეთ წინ "თუ" და ნახეთ, რამდენად აზრიანი პირობა გამოვიდა 00:04:28.935 --> 00:04:31.645 დავივიწყოთ WinstonIsCool-ი, უკვე ვიცით რომ ეს ჭეშმარიტია. 00:04:31.645 --> 00:04:35.155 ვთქვათ, გვაქვს ცვლადი სახელად "მაფინები". 00:04:35.155 --> 00:04:37.145 თუ მაფინები. 00:04:37.145 --> 00:04:41.145 ეს არაფერს გვეუბნება, შესაბამისად ცუდი სახელია ბულის ტიპის ცვლადისთვის. 00:04:41.145 --> 00:04:46.605 მაგრამ, რომ ერქვას muffinsAreBaking ("მაფინები ცხვება"), აზრი ექნებოდა. 00:04:46.605 --> 00:04:50.605 როდესაც ცვლადი იქნება ჭეშმარიტი, მაშინ მაფინები ცხება. 00:04:50.605 --> 00:04:54.605 და არ მკითხოთ, როგორები. მნიშვნელოვანი არ არის. 00:04:54.605 --> 00:04:58.605 მოდი, ახლა დავუბრუნდეთ if (number < 50)–ს ("თუ რიცხვი ნაკლებია 50-ზე"-ს). 00:04:58.605 --> 00:05:02.605 ახლა ვნახოთ ბულის ტიპის სხვა გამოსახულებები. 00:05:02.605 --> 00:05:05.725 ჩვენ უკვე ვნახეთ "მეტია"(>) და "ნაკლებია"(<) 00:05:05.725 --> 00:05:09.215 მაგრამ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ "ნაკლებია ან ტოლია"(<=) 00:05:09.215 --> 00:05:13.495 ვცადოთ, if (number <= 48) ("თუ რიცხვი ნაკლებია ან ტოლია 48-ის"). 00:05:13.495 --> 00:05:19.275 ასევე შეგვიძლია დავწეროთ if (number >= 48) ("თუ რიცხვი მეტია ან ტოლი 48-ის"). 00:05:19.275 --> 00:05:27.265 თუ ეს ასეა, დაიხატება მარჯვენა ზედა წრეწირი. 00:05:27.265 --> 00:05:30.915 და თუ გვინდა შევამოწმოთ არის თუ არა ორი რამ ერთმანეთის ტოლი, 00:05:30.915 --> 00:05:39.355 ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ "if (number" და სამი ტოლობის ნიშანი - "=== 48)". 00:05:39.355 --> 00:05:42.585 უფრო ჰგავს ტოლობის იმ ნიშანს, რომელიც მათემატიკაში ვისწავლეთ. 00:05:42.585 --> 00:05:44.525 ოღონდ ამჯერად ზედიზედ 3-ია. 00:05:44.525 --> 00:05:46.285 მგონი ზედმეტიც. 00:05:46.285 --> 00:05:51.685 საბოლოოდ, თუ გვინდა შევამოწმოთ ორი რამის უტოლობა, 00:05:51.685 --> 00:05:55.395 შეგვიძლია დავწეროთ "თუ რიცხვი" და შემდეგ ძახილის ნიშანი 00:05:55.395 --> 00:05:59.395 და ორი ცალი ტოლობის ნიშანი. "!==48". 00:05:59.395 --> 00:06:03.395 და დაიხატება საბოლოო წრეწირიც. 00:06:03.395 --> 00:06:07.395 თუ ზემოთ ავიხედავთ, ვნახავთ, რომ რიცხვი უდრის 48-ს. 00:06:07.395 --> 00:06:11.975 იგი ნაკლებია და ტოლია 48-ის, ამიტომაც ზედა მარცხენა წრეწირი ხატია. 00:06:11.975 --> 00:06:15.975 ასევე მეტია და ტოლი 48-ის, ასევე უდრის 48-ს, 00:06:15.975 --> 00:06:21.465 მაგრამ არ არ უდრის 48-ს, ამიტომაც არ გვაქვს ქვედა მარჯვენა წრეწირი. 00:06:21.465 --> 00:06:26.625 და თუ შევცვლით რიცხვს ვნახავთ, რომ ზოგი წრეწირი დაიხატება და ზოგიც გაქრება. 00:06:26.625 --> 00:06:29.375 ახლა თქვენ იცით ბულის ტიპის შესახებ. 00:06:29.375 --> 00:06:31.131 მათემატიკური გამოსახულებების ნაირად, 00:06:31.131 --> 00:06:33.873 ბულის ტიპის გამოსახულებებიც შეიძლება ძალიან გართულდეს. 00:06:33.873 --> 00:06:35.873 მაგრამ, ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.