ეს ვებგვერდი ჩემს შინაურ ცხოველებზე გავაკეთე, აქ მათი სახელების ჩამონათვალია. რა გაკვირვებთ, როცა მათ სახელებს უყურებთ? მე ცხოველებს Black & White(შავი და თეთრი), Daemon(დემონი) და Angel(ანგელოზი) დავარქვი. მაგრამ როგორები იყვნენ ისინი? რა ფერის? რამდენი წლის? მე, ალბათ, მეტი ინფორმაცია უნდა მოგცეთ ჩამოთვლილ ცხოველებზე, რათა პასუხი გაეცეს თქვენს შეკითხვებს. შემიძლია დავწერო ესენი სიაში, ან, იცით, შეიძლება ჩავწერო ინფორმაცია ფრჩხილებში-- ასე, გაიგებთ, რომ Black & White კურდღლის სახელია, Demon კატაა. Angel-იც კატაა. მაგრამ, მაინც არ მომწონს ასე, თითქოს უწესრიგობაა, და მე არ შემიძლია მარტივად გადავათვალიერო ვნახო ყველა სახეობა ერთ მშვენივრად განლაგებულ სიაში. ეს, ფაქტობრივად, მშვენიერი შესაძლებლობაა ცხრილის გამოყენების, ცალკე სტრიქონით თითოეული ცხოველისთვის. და სვეტით _ მათ შესახებ იმ თითოეული განსაზღვრებით რომელზეც მინდა გითხრათ. იმისთვის, რომ HTML-ში ცხრილები გავაკეთოთ, ჩვენ ძალიან ბევრი თეგი დაგვჭირდება. ასე რომ, გამხნევდით! და არ იდარდო, თუ ყველა ამ თეგს ვერ დაიმახსოვრებთ. რადგან, თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ გადახედოთ მათ. მე ათი წელი დამჭირდა ყველა ამ თეგის დასამახსოვრებლად. და მე პროფესიონალი ვარ. კარგი, მოემზადეთ! პირველი თეგი არის ``(ცხრილი). შემდეგ, ჩვენ გვჭირდება სათაურის სივრცე ცხრილისთვის,რომელშიც თითოეული სვეტის სახელი იქნება ჩვენ ვწერთ- ``. ამ თეგში, ჩვენ, ჩვეულებრივ, გვინდა სტრიქონი სათაურების უჯრებისთვის. ყოველთვის, როცა ჩვენ ვწერთ სტრიქონს ცხრილში, ვიყენებთ `` თეგს. სტრიქონში, ჩვენ სათაურების უჯრები გვინდა. მხოლოდ ერთი სათაურის უჯრისთვის, ჩვენ ვწერთ ``-ს. კარგი, რა იქნება პირველი სვეტის სათაური? ეს იქნება ცხოველების სახელები, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა სტრიქონში. და გვჭირდება იდენტიფიკატორიც ამისთვის. ახლა მოდი დავამატოთ სვეტი სხვა მახასიათებლისთვის. და ბოლოს, დავამატოთ სვეტი ფერებისთვის. ვფიქრობ, საკმარისი სვეტებია ამ დროისთვის. დავამატოთ მონაცემები. ჩვენ ვიწყებთ მონაცემების სტრიქონით ` რომელიც ``-ის ქვემოთაა. და კიდევ ერთხელ, გვინდა სტრიქონი, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს `` თეგი. მაგრამ, აქ, ``-ს ნაცვლად, ჩვენ ვიყენებთ ``-ს, რადგან ჩვენ შინაარსში ვართ. ჩვენ ვამბობთ ``-ს, ვგულისხმობ -ცხრილური მონაცემებს, და რა უნდა ჩავსვათ ცხრილის პირველი სტრიქონის პირველ უჯრაში? მაშ ასე, მე უბრალოდ უნდა გადავხედო ჩემს ჩამონათვალს, პირველი, რაც ჩემს სიაში წერია, არის Black & white, და ეს შინაური ცხოველის სახელია, ასე რომ, მე უბრალოდ დავწერ, "Black & white". ახლა, მეორე ``. ჩვენ ვხედავთ, რომ მეორე `` იყო სახეობა. ხოლო Black & white კურდღელია. ასე რომ, ჩვენ ვწერთ "rabbit" (კურდღელი). და ბოლოს, მესამე ``. ჩვენ ვხედავთ, რომ, მესამე `` იყო ფერი. ასე რომ, ეს`` იქნება, ნუ, მე არ ვარ ვყოფილვარ შემოქმედებითი ბავშვი, რადგან კურდღელს ეს სახელი დავარქვი. თქვენ, ალბათ, გამოიცანით ფერები. კარგი, მოდი გადავიდეთ მომდევნო სტრიქონზე. ახლა, მე თქვენ პატარა ეშმაკობას გასწავლით. პირველი სტრიქონის გაკეთების შემდეგ, მე ავარჩიე ისევ პირველივე სტრიქონი, და გავაკეთე კოპირება კომპიუტერის კლავიშების გამოყენებით, კლავიშთა კომბინაცია კი,ჩვეულებრივ,ასეთია control-C ან command-C გააჩნია რა ოპერატიული სისტემა გაქვთ. და შემდეგ, მე გავაკეთებ კოპირებას, ასევე კლავიატურის გამოყენებით. ჩვეულებრივ, ვიყენებ control-V ან command-V-ს ესეც ოპერატიულ სისტემაზეა დამოკიდებული. და ახლა, როცა მე უკვე გავაკეთე კოპირება, უბრალოდ შევცვლი მნიშვნელობებს. ეს იქნება Daemon (დემონი), cat(კატა), და ( black)შავი. და მე კიდევ ერთხელ გავაკეთებ ამას, და ჩავწერ, Angel (ანგელოზი), cat (კატა), და orange (ნარინჯისფერი). კარგი, ნამდვილად მოსაწყენია ამ ``-ების და ``-ების წერა და წერა, ასე რომ, ამ კოპირების ხერხით ამას ნაკლებად მოსაწყენს ვხდით. და ჩვენ აქ უკვე გვაქვს ცხრილი. მე შემეძლო მარტივად დამემატებია კიდევ სვეტები უბრალოდ თავში ერთი ``-სა და შემდეგ თითოეულ სტრიქონში``-ს დამატებით, თუკი მეტი დეტალის გაზიარება მომინდებოდა თქვენთვის ჩემს ცხოველებზე. და თქვენ შეიძლება გიკვირთ, როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ცხრილის ფორმა, მაგალითად, ჩარჩოები, ფერები და შუალედები. თქვენ ამ ყველაფრის გაკეთება CSS (სტილის კასკადური ცხრილი)თვისებებითაც შეგიძლიათ, რომლებიც, თქვენ შეიძლება უკვე ისწავლეთ, ან მალე ისწავლით. ახლა, სცადეთ ამ ვებგვერდის შეცვლა, შეიყვანეთ თქვენი საკუთარი ცხოველების მონაცემები ან იმ ცხოველებისა, რომელთა ყოლაც გინდათ. გააკეთეთ ეს ცხრილი!