WEBVTT 00:00:00.940 --> 00:00:05.260 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. განვიხილოთ უარყოფითი რიცხვების გამრავლება-გაყოფა. 00:00:05.270 --> 00:00:06.610 დავიწყოთ. 00:00:06.610 --> 00:00:09.430 ნახავთ, რომ უარყოფითი რიცხვების გამრავლება-გაყოფა 00:00:09.430 --> 00:00:11.610 უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 00:00:11.610 --> 00:00:13.867 უბრალოდ რამდენიმე წესი უნდა გახსოვდეთ. 00:00:13.867 --> 00:00:20.998 მომავალში, ალბათ, გასწავლით, თუ რატომ მოქმედებს ეს წესები. 00:00:20.998 --> 00:00:25.220 ძირითადი წესები შემდეგია: როცა ორ უარყოფით რიცხვს ვამრავლებთ ერთმანეთზე, 00:00:25.220 --> 00:00:31.790 მაგალითად, ვამრავლებთ მინუს ორს მინუს ორზე. 00:00:31.790 --> 00:00:35.240 პირველ რიგში ორივე რიცხვს ისე ვუყურებთ, თითქოს მინუს ნიშანი არ ჰქონდეთ. 00:00:35.240 --> 00:00:40.150 ვამბობთ, რომ ორჯერ ორი უდრის ოთხს 00:00:40.150 --> 00:00:45.170 და აღმოჩნდება, რომ ორი უარყოფითი რიცხვის ნამრავლი დადებითია. 00:00:45.175 --> 00:00:47.710 დავწეროთ ეს წესი. 00:00:47.710 --> 00:00:56.855 უარყოფითი გამრავლებული უარყოფითზე უდრის დადებითს. 00:00:56.855 --> 00:01:01.892 რას მივიღებდით, რომ ყოფილიყო მინუს ორჯერ დადებითი ორი? 00:01:01.892 --> 00:01:06.060 ამ შემთხვევაში, ჯერ რიცხვებს მივხედოთ და ნიშნებს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. 00:01:06.060 --> 00:01:10.170 ვიცით, რომ ორჯერ ორი არის ოთხი. 00:01:10.170 --> 00:01:13.740 აქ უარყოფითი დადებითზე მრავლდება, 00:01:13.740 --> 00:01:16.760 აღმოჩნდება, რომ უარყოფითი რიცხვის დადებით რიცხვზე გამრავლებისას 00:01:16.760 --> 00:01:18.920 ვიღებთ უარყოფით რიცხვს. 00:01:18.920 --> 00:01:20.260 ეს კიდევ ერთი წესია. 00:01:20.260 --> 00:01:29.009 უარყოფითჯერ დადებითი არის უარყოფითი. 00:01:29.009 --> 00:01:34.786 რა ხდება, როცა დადებით ორს გავამრავლებთ უარყოფით ორზე? 00:01:34.786 --> 00:01:41.180 მგონი, ხვდებით, რომ ეს იგივე შემთხვევაა, 00:01:41.180 --> 00:01:45.870 ამას ტრანზიტულობის -- არა, უკაცრავად, კომუტატიურობის კანონი ეწოდება. 00:01:45.870 --> 00:01:47.700 -- უნდა დავიმახსოვრო -- 00:01:47.700 --> 00:01:51.780 ორჯერ მინუს ორი, ასევე, მინუს ოთხს უდრის. 00:01:51.780 --> 00:01:58.980 საბოლოო წესი - დადებითჯერ უარყოფითი უდრის უარყოფითს. 00:01:58.980 --> 00:02:04.980 ეს ბოლო ორი წესი რეალურად ერთი და იგივეა. 00:02:04.990 --> 00:02:07.570 უარყოფითჯერ დადებითი იგივეა, რაც დადებითჯერ უარყოფითი 00:02:07.570 --> 00:02:09.140 და უდრის უარყოფითს. 00:02:09.140 --> 00:02:13.730 შეგვიძლია, ვთქვათ, რომ განსხვავებულნიშნებიანი რიცხვების ნამრავლი 00:02:13.730 --> 00:02:16.400 გვაძლევს უარყოფით რიცხვს. 00:02:16.400 --> 00:02:21.550 ისედაც ვიცით, რა ხდება დადებითის დადებითზე გამრავლებისას. 00:02:21.550 --> 00:02:22.840 ცხადია, დადებითს მივიღებთ. 00:02:22.840 --> 00:02:23.900 გავიმეოროთ. 00:02:23.900 --> 00:02:27.970 უარყოფითჯერ უარყოფითი არის დადებითი. 00:02:27.970 --> 00:02:30.390 უარყოფითჯერ დადებითი არის უარყოფითი. 00:02:30.390 --> 00:02:32.730 დადებითჯერ უარყოფითი არის უარყოფითი. 00:02:32.730 --> 00:02:36.290 დადებითჯერ დადებითი არის დადებითი. 00:02:36.290 --> 00:02:39.980 მგონი, ბოლომ საერთოდ დაგაბნიათ. 00:02:39.980 --> 00:02:42.270 ვეცდები, გავამარტივო თქვენთვის. 00:02:42.270 --> 00:02:53.600 როცა ვამრავლებთ და ნიშნები ერთნაირია, 00:02:53.600 --> 00:02:58.135 ვიღებთ დადებით შედეგს. 00:02:58.135 --> 00:03:11.010 განსხვავებული ნიშნებისას შედეგი უარყოფითია. 00:03:11.010 --> 00:03:17.780 ვთქვათ, ერთჯერ ერთი უდრის ერთს. 00:03:17.780 --> 00:03:23.510 მინუს ერთჯერ მინუს ერთიც უდრის ერთს. 00:03:23.510 --> 00:03:29.150 ერთჯერ მინუს ერთი უდრის მინუს ერთს 00:03:29.150 --> 00:03:32.600 და მინუს ერთჯერ ერთიც უდრის მინუს ერთს. 00:03:32.600 --> 00:03:36.670 ქვედა ორ შემთხვევაში განსხვავებული ნიშნები გვქონდა, 00:03:36.670 --> 00:03:38.590 დადებითი ერთი და უარყოფითი ერთი. 00:03:38.590 --> 00:03:42.680 ზედა ორ ამოცანაში ნიშნები ერთნაირი იყო, აქ ორივე დადებითია, 00:03:42.680 --> 00:03:45.970 აქ კი ორივე მინუს ერთია. 00:03:45.970 --> 00:03:49.590 მოდით, რამდენიმე ამოცანა გავაკეთოთ და იმედია, გასაგები იქნება. 00:03:49.590 --> 00:03:52.830 კარგი იქნება, თუ გააკეთებთ სავარჯიშო ამოცანებს, 00:03:52.830 --> 00:03:58.935 გამოიყენეთ მინიშნებები წესების გასახსენებლად, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ. 00:03:58.935 --> 00:04:10.040 ვთქვათ, გვაქვს მინუს ოთხჯერ დადებითი სამი, ოთხჯერ სამი არის 12, 00:04:10.040 --> 00:04:11.820 და გვაქვს დადებითი და უარყოფითი. 00:04:11.820 --> 00:04:15.670 განსხვავებული ნიშნების ნამრავლი ნიშნავს უარყოფითს. 00:04:15.670 --> 00:04:19.060 ესე იგი, მინუს ოთხჯერ სამი არის მინუს 12. 00:04:19.060 --> 00:04:21.310 ლოგიკურია, რადგან ფაქტობრივად ვამბობთ, რომ 00:04:21.310 --> 00:04:24.400 მინუს ოთხი აღებული სამჯერ, ანუ, 00:04:24.400 --> 00:04:27.800 მინუს ოთხს პლუს მინუს ოთხი პლუს მინუს ოთხი უდრის 12-ს. 00:04:27.800 --> 00:04:34.220 სასურველია, უარყოფითი რიცხვების შეკრება-გამოკლებაზე გქონდეთ ვიდეო ნანახი. 00:04:34.220 --> 00:04:35.210 კიდევ გავაკეთოთ. 00:04:35.210 --> 00:04:40.270 ვთქვათ, გვაქვს მინუს ორჯერ მინუს შვიდი. 00:04:40.270 --> 00:04:43.070 შეგიძლიათ, დაპაუზოთ ვიდეო და სცადოთ, თქვენ თვითონ ამოხსნათ, 00:04:43.070 --> 00:04:45.660 შემდეგ კი გაუშვათ ვიდეო და ნახოთ, რა არის სწორი პასუხი. 00:04:45.660 --> 00:04:50.910 ორჯერ შვიდი არის 14, ნიშნები ერთნაირია, 00:04:50.910 --> 00:04:54.030 ამიტომ, პასუხია დადებითი 14 -- "დადებითი"-ს დაწერა არაა საჭირო, 00:04:54.030 --> 00:04:56.930 ახლა იმისთვის ვაკეთებთ, რომ ხაზი გავუსვათ შედეგს. 00:04:56.930 --> 00:05:05.880 ვთქვათ, გვაქვს ცხრაჯერ მინუს ხუთი. 00:05:05.880 --> 00:05:08.800 ცხრაჯერ ხუთი არის 45, 00:05:08.800 --> 00:05:13.660 ნიშნები განსხვავებულია, ესე იგი, პასუხი უარყოფითი იქნება. 00:05:13.660 --> 00:05:19.460 და ბოლოს, ვთქვათ გვაქვს -- კარგ რიცხვებს ავირჩევ -- 00:05:19.460 --> 00:05:24.540 მინუს ექვსი გამრავლებული მინუს 11-ზე. 00:05:24.540 --> 00:05:31.720 ექვსჯერ 11 არის 66. უარყოფითჯერ უარყოფითი კი დადებითს მოგცემს. 00:05:31.720 --> 00:05:32.910 ხაფანგიანი ამოცანა: 00:05:32.910 --> 00:05:39.100 რას უდრის ნულჯერ მინუს 12? 00:05:39.100 --> 00:05:42.740 შეიძლება, თქვათ, რომ ნიშნებია განსხვავებული, 00:05:42.740 --> 00:05:46.460 მაგრამ ნულს ნიშანი არ აქვს, არც დადებითია, არც უარყოფითი. 00:05:46.460 --> 00:05:48.315 ნულჯერ ნებისმიერი რამ არის ნული. 00:05:48.315 --> 00:05:52.080 არ აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გავამრავლებთ, 00:05:52.080 --> 00:05:53.650 დადებითი იქნება, თუ უარყოფითი, 00:05:53.650 --> 00:05:57.630 ნულჯერ რაიმე რიცხვი უდრის ნულს. 00:05:57.630 --> 00:06:00.420 ვნახოთ იგივე წესების გამოყენება გაყოფისას თუ შეიძლება. 00:06:00.420 --> 00:06:03.080 აღმოჩნდება, რომ იგივე წესებს ვიყენებთ გაყოფისასაც. 00:06:03.080 --> 00:06:09.030 თუ გვაქვს ცხრა გაყოფილი მინუს სამზე, 00:06:09.030 --> 00:06:11.820 პირველ რიგში, ვნახულობთ, რას უდრის ცხრა გაყოფილი სამზე, 00:06:11.820 --> 00:06:13.640 ეს არის სამი. 00:06:13.640 --> 00:06:17.920 ნიშნები განსხვავებულია, დადებითი ცხრა და უარყოფითი სამი. 00:06:17.920 --> 00:06:22.190 განსხვავებული ნიშნებია, ამიტომ, პასუხი უარყოფითია. 00:06:22.190 --> 00:06:27.520 ცხრა გაყოფილი მინუს სამზე უდრის მინუს სამს. 00:06:27.520 --> 00:06:33.830 რას უდრის მინუს 16 გაყოფილი რვაზე? 00:06:33.830 --> 00:06:39.380 ისევ, 16 გაყოფილი რვაზე არის ორი, მაგრამ ნიშნები განსხვავებულია. 00:06:39.380 --> 00:06:44.830 მინუს 16 გაყოფილი რვაზე არის მინუს ორი. 00:06:44.830 --> 00:06:49.140 გახსოვდეთ, განსხვავბული ნიშნები ყოველთვის უარყოფითს გვაძლევს. 00:06:49.140 --> 00:07:00.500 რას უდრის მინუს 54 გაყოფილი მინუს ექვსზე? 00:07:00.500 --> 00:07:04.320 54 გაყოფილი ექვსზე უდრის ცხრას. 00:07:04.320 --> 00:07:10.630 რადგან ორივე, გასაყოფიც და გამყოფიც, უარყოფითია, 00:07:10.630 --> 00:07:14.070 -- მინუს 54 გაყოფილი მინუს ექვსზე -- გამოდის, რომ 00:07:14.070 --> 00:07:22.473 პასუხი იქნება დადებითი. გახსოვდეთ, ერთნაირი ნიშნები გვაძლევს დადებით პასუხს. 00:07:22.473 --> 00:07:24.730 კიდევ გავაკეთოთ. 00:07:24.730 --> 00:07:30.500 ცხადია, ნული გაყოფილი ნებისმიერ რამეზე უდრის ნულს. 00:07:30.500 --> 00:07:31.510 ეს ცხადია. 00:07:31.510 --> 00:07:33.610 რა თქმა უნდა, ნულზე ვერაფერს გავყოფთ, 00:07:33.610 --> 00:07:36.210 ეს არაა განმარტებული. 00:07:36.210 --> 00:07:38.420 კიდევ გავაკეთოთ. 00:07:38.420 --> 00:07:41.890 რას უდრის -- ნებისმიერ რიცხვების ამოვირჩევ -- 00:07:41.890 --> 00:07:44.930 რას უდრის ოთხი გაყოფილი მინუს ერთზე? 00:07:44.930 --> 00:07:50.610 ოთხი გაყოფილი ერთზე არის ოთხი, მაგრამ ნიშნები განსხვავებულია, 00:07:50.610 --> 00:07:53.130 ამიტომ, პასუხია მინუს ოთხი. 00:07:53.130 --> 00:07:54.410 იმედია, გასაგებია. 00:07:54.410 --> 00:07:56.265 ძალიან კარგი იქნება, თუ გააკეთებთ 00:07:56.265 --> 00:08:01.140 რაც შეიძლება მეტ ამოცანას უარყოფითი რიცხვების გამრავლება-გაყოფაზე. 00:08:01.140 --> 00:08:04.290 შეგიძლიათ, მინიშნებებიც ნახოთ და მიხვდებით, რა წესი უნდა გამოიყენოთ. 00:08:04.290 --> 00:08:10.595 შეგიძლიათ იმაზეც იფიქროთ, თუ რატომ მოქმედებს ეს წესები 00:08:10.595 --> 00:08:15.339 და რას ნიშნავს უარყოფითი რიცხვის დადებითზე გამრავლება. 00:08:15.339 --> 00:08:20.232 უფრო საინტერესოა, თუ რას ნიშნავს უარყოფითი რიცხვის უარყოფითზე გამრავლება. 00:08:20.232 --> 00:08:27.165 ამ ეტაპზე, იმედია, თქვენ თვითონვე დაიწყებთ ასეთი ამოცანების ამოხსნას. 00:08:27.165 --> 00:08:29.020 წარმატებები.