Return to Video

ლესლი მორგან სტეინერი : რატომ არ მიდიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლები

  • 0:01 - 0:04
    მე ვარ აქ რომ გესაუბროთ ერთ შემაწუხებელ კითხვაზე,
  • 0:04 - 0:08
    რომელსაც აქვს ასევე შემაწუხებელი პასუხი.
  • 0:08 - 0:11
    ჩემი თემა არის ოჯახური ძალადობის საიდუმლოებები
  • 0:11 - 0:14
    და კითხვა, რომელსაც შევეხები
  • 0:14 - 0:18
    არის ის, რაც ყველას აინტერესებს :
  • 0:18 - 0:19
    რატომ ჩერდებოდა ის მასთან?
  • 0:19 - 0:23
    რატომ უნდა გაჩერდე იმ მამაკაცთან რომელიც გირტყამს?
  • 0:23 - 0:26
    მე არა ვარ ფსიქოთერაპევტი, სოციალური მუშაკი
  • 0:26 - 0:29
    ანდა ექსპერტი ოჯახურ ძალადობაზე.
  • 0:29 - 0:32
    მე ვარ უბრალოდ ერთი ქალი რომელსაც გააჩნია ისტორია.
  • 0:32 - 0:36
    მე ვიყავი 22 წლის, ახალი დამთავრებული მქონდა ჰარვარდის კოლეჯი.
  • 0:36 - 0:39
    მე გადავედი ნიუ იორკში ჩემი პირველი სამუშაოსთვის,
  • 0:39 - 0:42
    მწერალისა და რედაქტორის თანამდებობაზე ჟურნალ "სევენთინ"-ში.
  • 0:42 - 0:44
    ამ დროისათვის მე მქონდა ჩემი პირველი ბინა,
  • 0:44 - 0:48
    ჩემი პირველი პატარა მწვანე "ამერიქან ექსპრესს" ბარათი
  • 0:48 - 0:51
    და მე მქონდა ძალიან დიდი საიდუმლო.
  • 0:51 - 0:54
    ჩემი საიდუმლო იყო ეს თოფი,
  • 0:54 - 0:58
    დატენილი ყრუ ტყვიებითა და მიბჯენილი ჩემს თავზე,
  • 0:58 - 1:00
    კაცის მიერ, რომელიც მეგონა რომ ჩემი სულიერი მეგობარი იყო,
  • 1:00 - 1:04
    დიდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
  • 1:04 - 1:07
    კაცი, რომელიც მე მიყვარდა ყველაზე მეტად დედამიწაზე,
  • 1:07 - 1:11
    ჩემს თავთან იარაღით მომართული სიკვდილით მემუქრებოდა.
  • 1:11 - 1:15
    მეტჯერ ვიდრე შემეძლო დამახსოვრება.
  • 1:15 - 1:17
    მე ვარ აქ რომ მოგიყვეთ გიჟური სიყვარულის ისტორია,
  • 1:17 - 1:20
    სიყვარულით შენიღბული ფსიქოლოგიური მახე,
  • 1:20 - 1:23
    რომელშიც მილიონობით ქალი და შედარებით ცოტა მამაკაცი
  • 1:23 - 1:26
    ებმება ყოველწლიურად.
  • 1:26 - 1:28
    ეს შესაძლოა თქვენი ისტორიაცაა.
  • 1:28 - 1:32
    მე არ ვგავარ ტიპიური ოჯახური ძალადობიდან გადარჩენილს,
  • 1:32 - 1:34
    მე მაქვს ჰარვარდის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი ინგლისურში
  • 1:34 - 1:36
    და ვარტონის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში.
  • 1:36 - 1:39
    მე დავუთმე ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი "ფორტუნ 500-ის" კომპანიებში მუშაობას.
  • 1:39 - 1:44
    მათ შორის ჯონსონ და ჯონსონში, ლეო ბურნეტსა და ვაშინგტონ პოსტში.
  • 1:44 - 1:48
    უკვე თითქმის 20 წელია რაც გავთხოვდი მეორედ
  • 1:48 - 1:50
    და ჩვენ გვყავს სამი შვილი,
  • 1:50 - 1:55
    ჩემი ძაღლი არის შავი ლაბრადორი და მე ვატარებ ჰონდა ოდისეას ფურგონს.
  • 1:55 - 1:57
    (სიცილი დარბაზში)
  • 1:57 - 2:00
    შესაბამისად, ჩემი პირველი გზავნილი თქვენ მიმართ არის ის რომ ოჯახური ძალადობა
  • 2:00 - 2:02
    შეიძლება ყველას შეემთხვეს.
  • 2:02 - 2:06
    ყველა რასაში, ყველა რელიგიაში, ყველანაირი შემოსავლისა და განათლების მქონე ადამიანიასათვის,
  • 2:06 - 2:08
    ის ყველგან არის.
  • 2:08 - 2:11
    ჩემი მეორე გზავნილი არის ის, რომ ყველა ფიქრობს
  • 2:11 - 2:13
    ოჯახური ძალადობა შეიძლება მხოლოდ ქალებს შეეხოთ,
  • 2:13 - 2:15
    რომ ეს ქალის საქმეა.
  • 2:15 - 2:17
    არც ისეა.
  • 2:17 - 2:21
    მოძალადეთა 85 პროცენტზე მეტი არის მამაკაცი და ოჯახური ძალადობა
  • 2:21 - 2:27
    ხდება მხოლოდ ინტიმურ, ურთიერთდამოკიდებულ, გრძელვადიან ურთიერთობებში.
  • 2:27 - 2:30
    სხვა სიტყვით რომ ვთქვათ - ოჯახში,
  • 2:30 - 2:33
    უკანასკნელი ადგილი სადაც ჩვენ ვისურვებდით რომ დავუპირისპირდეთ ძალადობას,
  • 2:33 - 2:38
    ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არის ოჯახური ძალადობა ესეთი გაუგებარი.
  • 2:38 - 2:41
    მე მითქვამს ჩემი თავისთვის რომ მე ვიქნებოდი უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე,
  • 2:41 - 2:44
    რომელიც გაჩერდებოდა მოძალადე ადამიანთან,
  • 2:44 - 2:47
    მაგრამ სინამდვილეში მე ვიყავი ჩემი ასაკის ტიპიური მსხვერპლი.
  • 2:47 - 2:51
    მე ვიყავი 22 წლის და ამერიკის შეერთებულ შტატებში
  • 2:51 - 2:54
    ქალები 16 დან 24 წლამდე 3 ჯერ მსგავსად
  • 2:54 - 2:57
    არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი
  • 2:57 - 3:00
    როგორც სხვა ასაკის ქალები.
  • 3:00 - 3:03
    და ზოგადად ამ ასაკის 500 ზე მეტი გოგონა და ქალი
  • 3:03 - 3:07
    არის მოკლული მოძალადე პარტნიორის,
  • 3:07 - 3:11
    შეყვარებულისა და ქმრების მიერ ამერიკაში.
  • 3:11 - 3:15
    მე ვიყავი ძალიან ტიპიური მსხვერპლი იმიტომ რომ მე არაფერი გამეგებოდა
  • 3:15 - 3:19
    ოჯახურ ძალადობაზე, მის გამაფრთხილებელ ნიშნებსა და ნიმუშებზე.
  • 3:19 - 3:24
    მე შევხვდი კონორს იანვრის ცივ და წვიმიან ღამეს.
  • 3:24 - 3:27
    ის იჯდა ჩემს გვერდზე ნიუ იორკის მეტროში
  • 3:27 - 3:29
    და გამიბა საუბარი.
  • 3:29 - 3:31
    მან მითხრა ორი რაღაც,
  • 3:31 - 3:35
    ერთი, რომ მასაც ახალი დამთავრებული ჰქონდა "ივ ლიგის" სკოლა
  • 3:35 - 3:39
    და მუშაობდა საკმაოდ შთამბეჭდავ "ვოლ სთრიით" ბანკში,
  • 3:39 - 3:43
    მაგრამ ყველაზე მეტად რაც ჩემზე გავლენა იქონია
  • 3:43 - 3:46
    იყო მისი ჭკუა და იუმორი,
  • 3:46 - 3:48
    ასევე ის გავდა ფერმერ ბიჭს.
  • 3:48 - 3:50
    მას ჰქონდა დიდი ლოყები, ამ დიდი ვაშლივით ლოყებით
  • 3:50 - 3:52
    და მისი ხობლისფერი თმებით
  • 3:52 - 3:55
    ის ძალიან საყვარელი ჩანდა.
  • 3:55 - 3:59
    ყველაზე ჭკვიანური, რაც კონორმა თავიდანვე გააკეთა,
  • 3:59 - 4:04
    იყო ის, რომ შემიქმნა ილუზია რომ ჩვენს ურთიერთობაში მე ვიყავი დომინანტი.
  • 4:04 - 4:07
    მან ეს დასაწყისშივე სპეციალურად გააკეთა
  • 4:07 - 4:09
    ჩემი გაღმერთებით.
  • 4:09 - 4:13
    ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები და მას უყვარდა ყველაფერი ჩემში,
  • 4:13 - 4:14
    ის რომ ვიყავი ჭკვიანი, ნასწავლი მქონდა ჰარვარდში,
  • 4:14 - 4:17
    რომ მომწონდა თინეიჯერი გოგონების დახმარება და ჩემი საქმე.
  • 4:17 - 4:20
    მას სურდა ცოდნოდა ყველაფერი ჩემი ოჯახის შესახებ,
  • 4:20 - 4:23
    ჩემი ბავშობის, ჩემი იმედებისა და ოცნებების შესახებ.
  • 4:23 - 4:26
    კონორს სჯეროდა ჩემი, როგორც მწერლისა და ქალის,
  • 4:26 - 4:30
    და ამას იმგვარად გამოხატავდა, რაც არავის არ გაუეკეთებია
  • 4:30 - 4:34
    და ასე შექმნა მან ნდობის მაგიური ატმოსფერო ჩვენ შორის.
  • 4:34 - 4:37
    თავისი საუდუმლოებების აღიარებით,
  • 4:37 - 4:41
    რაც შეეხებოდა იმას თუ როგორ გახდა ოთხი წლის ასაკში
  • 4:41 - 4:44
    მხეცური და მრავალჯერადი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი
  • 4:44 - 4:46
    მისი მამინაცვალის მიერ
  • 4:46 - 4:50
    და ამან იმდენად დიდი დაღი დაასვა რომ მან მიატოვა სკოლა მერვე კლასში.
  • 4:50 - 4:52
    თუმცა კი ის ძალიან ჭკვიანი იყო
  • 4:52 - 4:56
    და მან გაატარა თითქმის 20 წელი რომ თავიდან დაეწყო ცხოვრება.
  • 4:56 - 4:59
    სწორედ ამიტომ იყო რომ "ივ ლიგის" ხარისხი
  • 4:59 - 5:02
    "ვოლ სთრითის " სამსახური და ბრწყინვალე მომავალი
  • 5:02 - 5:04
    ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის.
  • 5:04 - 5:06
    მე თუ თქვენ მეტყოდით რომ,
  • 5:06 - 5:12
    ეს განათლებული, მხიარული, მგრძნობიარე კაცი, რომელიც მე მაღმერთებდა,
  • 5:12 - 5:16
    ერთ დღესაც დამიწყებდა მბრძანებლობას თუ როგორი მაკიაჟი მქონოდა,
  • 5:16 - 5:18
    თუ რა სიგრძის ქვედაბოლოები მეტარებინა,
  • 5:18 - 5:20
    თუ სად მეცხოვრა,სად მემუშავა,
  • 5:20 - 5:23
    როგორი მეგობრები უნდა მყოლოდა და როგორ უნდა გამეტარებინა შობა,
  • 5:23 - 5:25
    მე აუცილებლად დაგცინებდით,
  • 5:25 - 5:28
    რადგან ძალადობის, კონტროლისა
  • 5:28 - 5:32
    და სიბრაზის მინიშნებაც კი არ იყო კონორში ურთიერთობის დასაწყისში.
  • 5:32 - 5:35
    მე არ ვიცოდი, რომ პირველი საფეხური
  • 5:35 - 5:37
    ოჯახური ძალადობის ურთიერთობებში
  • 5:37 - 5:41
    არის მსხვერპლის მოხიბვლა და შეცდენა.
  • 5:41 - 5:46
    მე არც ის ვიცოდი რომ მეორე ნაბიჯი იყო მსხვერპლის იზოლირება.
  • 5:46 - 5:50
    ეს არ ნიშნავს რომ კონორი ერთ დღეს სახლში მოვიდა და განაცხადა :
  • 5:50 - 5:53
    "იცი რა, ეს რომეო და ჯულიეტას ამბები კარგი იყო მაგრამ
  • 5:53 - 5:55
    მე მინდა გადაგიყვანო შენ შემდეგ საფეხურზე,
  • 5:55 - 5:59
    სადაც მე შენს იზოლირებას მოვახდენ და შეურაცხყოფას მოგაყენებ" - (სიცილი დარბაზში)
  • 5:59 - 6:01
    "შესაბამისად მე უნდა გაგიყვანო ამ შენობიდან,
  • 6:01 - 6:02
    სადაც მეზობლების შეუძლიათ გაიგონონ შენი ყვირილი
  • 6:02 - 6:05
    და მოგაშორო ოჯახს, მეგორბებსა
  • 6:05 - 6:08
    და თანამშრომლებს ვისაც შეუძლიათ დაინახონ შენი დალურჯებული ადგილები."
  • 6:08 - 6:12
    ამის ნაცვლად, ერთ პარასკევ საღამოს კონორი სახლში მოვიდა
  • 6:12 - 6:15
    და მითრა რომ ის წამოვიდა სამსახურიდან,
  • 6:15 - 6:17
    თავისი საოცნებო სამსახურიდან
  • 6:17 - 6:22
    და მან ხაზი გაუსვა რომ ეს გააკეთა ჩემი გულისთვის,
  • 6:22 - 6:25
    იმიტომ რომ მე ვაგრძნობინე მას სიყვარული და სიმშვიდე,
  • 6:25 - 6:28
    ამიტომ მას აღარ ჭირდებოდა დაემტკიცებინა თავისი თავისთვის ბევრი რამე, აღარ ჭირდებოდა "ვოლ სთრითი"
  • 6:28 - 6:30
    და მას უნდოდა ქალაქის, მისი მოძალადე და
  • 6:30 - 6:33
    დისფუნქციური ოჯახიდან მოშორება
  • 6:33 - 6:36
    და "ნიუ ენგლანდის " პატარა ქალაქში გადასვლა,
  • 6:36 - 6:40
    სადაც ის შეძლებდა თავის ცხოვრების თავიდან დაწყებას ჩემთან ერთად.
  • 6:40 - 6:44
    უკანასკნელი რამ რაც მინდოდა იყო ის რომ დამეტოვებინა ნიუ იურკი
  • 6:44 - 6:48
    და ჩემი ოცნების სამსახური,
  • 6:48 - 6:50
    მაგრამ მე ამას შევხედე როგორც თავის განწირვა სულიერი მეგობრისათვის.
  • 6:50 - 6:54
    შესაბამისად მე დავთანხმდი და მივატოვე სამსახური,
  • 6:54 - 6:56
    მე და კონორმა კი დავტოვეთ მანჰეტენი.
  • 6:56 - 7:01
    მე აზრადაც კი არ მომსვლია როგორ გიჟურ სიყვარულში ვეშვებოდი,
  • 7:01 - 7:04
    თუ როგორ წინდაუხედავად მივდიოდი ფრთხილად დაგებულ
  • 7:04 - 7:09
    ფიზიკურ, ფინანსწურ და ფსიქოლოგიურ მახეში.
  • 7:09 - 7:11
    შემდეგი ნაბიჭი ოჯახური ძალადობის ნიმუშში
  • 7:11 - 7:16
    არის ძალადობის მუქარის გაცნობა მსხვერპლისთვის
  • 7:16 - 7:18
    და შემდეგ დაკვირვება მის რეაქციებზე.
  • 7:18 - 7:21
    და სწორედ ესაა მომენტი როდესაც ჩნდება იარაღი.
  • 7:21 - 7:24
    როგორც კი "ნიუ ინგლენდში" გადავედით,
  • 7:24 - 7:26
    ადგილი, სადაც კონორს უნდა ეგრძნო თავი დაცულად,
  • 7:26 - 7:29
    მან იყიდა სამი იარაღი.
  • 7:29 - 7:32
    აქედან ერთი შეინახა ჩვენი მანქანის შიდა უჯრაში,
  • 7:32 - 7:35
    მეორე შეინახა ჩვენი საწოლის ბალიშის ქვეშ
  • 7:35 - 7:38
    და მესამე კი გამუდმებით ჯიბეში ედო.
  • 7:38 - 7:40
    მიზეზი, რომლითაც ის ხსნიდა ამ თოფების აუცილებლობას იყო ის
  • 7:40 - 7:43
    ტრამვა რაც ახალგაზრდობის ჟამს შეემთხვა
  • 7:43 - 7:46
    და იარაღები ეხმარებოდნენ მას დაცულობის შეგრძნებაში.
  • 7:46 - 7:49
    სინამდვილეში ეს თოფები იყო პირდაპირი გზავნილი ჩემთვის
  • 7:49 - 7:51
    და მიხუდევად ამისა მას არასოდეს აუწევია ხელი ჩემზე.
  • 7:51 - 7:57
    ყოველი დღის ყოველ წუთში ჩემს ცხოვრებას უკვე სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.
  • 7:57 - 8:01
    კონორი პირველად ფიზიკურად გამისწორდა
  • 8:01 - 8:03
    ჩვენს ქორწილამდე ხუთი დღით ადრე.
  • 8:03 - 8:08
    დილის 7 საათი იყო, მე ჯერ კიდევ ღამისპერანგი მეცვა
  • 8:08 - 8:12
    და ვმუშაობდი კომპიუტერზე, ვცდილობდი დამემთავრებინა შტატგარეშე წერითი დავალება,
  • 8:12 - 8:14
    რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია
  • 8:14 - 8:17
    და კონორმა ჩემი სიბრაზე გამოიყენა როგორც მობოდიშება იმისათვის,
  • 8:17 - 8:20
    რომ ორივე ხელი მომხვია ყელზე
  • 8:20 - 8:24
    და მომიჭირა მჭიდროთ რათა მე არ შემძლებოდა სუნთვა ანდა ყვირილი.
  • 8:24 - 8:26
    ჩემი გაგუდვის მცდელობის დროს
  • 8:26 - 8:30
    ის განმეორებით მარტყმევინებდა თავს კედელზე.
  • 8:30 - 8:35
    ხუთი დღის შემდეგ ჩემს კისერზე არსებული ათი ჩალურჯება გაქრა
  • 8:35 - 8:38
    და მე ჩავიცვი დედაჩემის ნაქონი საქორწინო კაბა
  • 8:38 - 8:40
    და გავყევი ცოლად.
  • 8:40 - 8:42
    მიუხედავად იმისა თუ რაც მოხდა,
  • 8:42 - 8:46
    მე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენ ვიცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად,
  • 8:46 - 8:50
    რადგან მე ის მიყვარდა და მასაც ძალიან ვუყვარდი მე
  • 8:50 - 8:53
    და ამავდროულად ის ძალიან, ძალიან წუხდა,
  • 8:53 - 8:57
    მომხდარს აბრალებდა წინა საქორწინო სტრესსა და იმ ფაქტს
  • 8:57 - 8:59
    რომ ჩემი ოჯახის წევრი ხდებოდა.
  • 8:59 - 9:00
    მისი თქმით ეს იყო იზოლირებული ინციდენტი
  • 9:00 - 9:04
    და რომ აღარასოდეს მატკენდა.
  • 9:04 - 9:07
    თუმცა ანალოგიური ორჯერ განმეორდა თაფლობის თვისას.
  • 9:07 - 9:10
    პირველად მაშინ როდესაც მანქანას ვმართავდი საიდუმლო სანაპიროს საპოვნად
  • 9:10 - 9:12
    და დავიკარგე,
  • 9:12 - 9:15
    რაზეც ისე დამარტყა თავში,
  • 9:15 - 9:18
    რომ ჩემი თავის მეორე ნაწილით
  • 9:18 - 9:20
    დავეტაკე გვერდითა ფანჯარას.
  • 9:20 - 9:23
    მეორედ კი მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მანქანით ვბრუნდებოდით თაფლობის თვიდან,
  • 9:23 - 9:26
    ის გაღიზიანდა გადატვირთული მოძრაობის გამო
  • 9:26 - 9:29
    და მესროლა სახეში ცივი "ბიგ მაკი".
  • 9:29 - 9:32
    კონორი აგრძელებდა ჩემს ცემას კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც,
  • 9:32 - 9:35
    ჩვენი ქორწინების შემდეგი ორ-ნახევარი წელიწადის განმავლობაში.
  • 9:35 - 9:38
    მე ვცდებოდი, როდესაც ვფიქრობდი რომ ვიყავი ერთადერთი
  • 9:38 - 9:41
    და მარტო მსგავს სიტუაციაში.
  • 9:41 - 9:43
    ყოველი სამი ამერიკელი ქალიდან ერთს
  • 9:43 - 9:47
    მაინც გამოუცდია ოჯახური ძალადობა ან თვალთვალის მსხვერპლი გამხდარა
  • 9:47 - 9:51
    და "სიდისის" გამოკვლევები ამბობს რომ 15 მილიონი ბავშვი
  • 9:51 - 9:54
    არის შეურაცხყოფილი ფიზიკურად, 15 მილიონი ბავშვი.
  • 9:54 - 9:59
    შესაბამისად, მე კიდევ კარგად მქონდა საქმე.
  • 9:59 - 10:01
    თუ დავუბრუნდე ჩემს კითხვას თუ
  • 10:01 - 10:03
    რატომ დავრჩი მასთან?
  • 10:03 - 10:06
    პასუხი მარტივია...
  • 10:06 - 10:09
    მე ვერ ვაანალიზებდი რომ ის ჩემზე ძალას ხმარობდა,
  • 10:09 - 10:13
    მიუხედავად იმისა რომ ის დატენილი თოფით მემუქრებოდა,
  • 10:13 - 10:15
    მაგორებდა კიბეებზე,
  • 10:15 - 10:16
    მემუქრებოდა რომ მოკლავდა ჩვენს ძაღლს,
  • 10:16 - 10:20
    გზატკეცილზე მიმავალი მანქანიდან მიძრობდა გასაღებს,
  • 10:20 - 10:23
    მასხავდა დაფქულ ყავას თავზე
  • 10:23 - 10:25
    როდესაც სამუშაოს გასაუბრებაზე მივდიოდი.
  • 10:25 - 10:29
    არასოდეს შემიხედავს ჩემთვის როგორც ნაცემ და ნაწამებ ცოლზე.
  • 10:29 - 10:33
    მიუხედავად ამისა, მე ვიყავი ძალიან ძლიერი ქალი,
  • 10:33 - 10:35
    შეყვარებული ღრმა პრობლემების მქონე კაცზე
  • 10:35 - 10:37
    და მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე,
  • 10:37 - 10:41
    რომელიც ეხმარებოდა კონორს საკუთარ დემონებთან დაპირისპირებაში.
  • 10:41 - 10:45
    შემდეგი შეკითხვა რომელსაც ყველა სვამს არის :
  • 10:45 - 10:47
    რატომ არ ადგა და უბრალოდ წავიდა?
  • 10:47 - 10:51
    რატომ არ წავედი? მე შემეძლო ყოველ წუთს დამეტოვებინა.
  • 10:51 - 10:56
    ჩემთვის, ეს არის ყველაზე მტკივნეული და სევდიანი კითხვა რომელსაც ხალხი სვამს,
  • 10:56 - 10:59
    რადგანაც მსხვერპლებმა იციან რაღაც რაც თქვენ როგორც წესი არ იცით.
  • 10:59 - 11:03
    ეს არის წარმოუდგენლად საშიში რომ დატოვო მოძალადე,
  • 11:03 - 11:06
    რადგან ოჯახური ძალადონის ნიმუშშის ბოლო ეტაპი
  • 11:06 - 11:09
    არის მსხვერპლის სიკვდილი.
  • 11:09 - 11:12
    70 პროცენტზე მეტი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება,
  • 11:12 - 11:16
    მაშინ როდესაც მსხვეპრლი წყვეტს ურთიერთობას.
  • 11:16 - 11:18
    როდესაც მსხვერპლი ტოვებს
  • 11:18 - 11:21
    მოძალადეს აღარაფერი აქვს დასაკარგი.
  • 11:21 - 11:24
    სხვა სახის შედეგი შეიძლება იყოს გრძელვადიანი დევნა,
  • 11:24 - 11:27
    მაშინაც კი თუ მოძალადე ხელახლა ქორწინდება;
  • 11:27 - 11:29
    ფინანსურ მოვალეობებზე თავის არიდება;
  • 11:29 - 11:32
    და საოჯახო სამართლით მანიპულირება
  • 11:32 - 11:34
    რათა დააშინოს მსხვერპლი და მისი შვილები,
  • 11:34 - 11:39
    რომლებიც რეგულარულად არიან იძლებულები საოჯახო სამართლის მოსამართლეების მიერ რომ
  • 11:39 - 11:41
    გაატარონ დრო ყოლევგვარი ზედამხედველობის გარეშე
  • 11:41 - 11:45
    კაცთან, რომელიც ცემდა მათ დედას.
  • 11:45 - 11:49
    და ჩვენ კი კვლავ ვკითხულობთ, თუ რატომ არ დატოვა მან ის?
  • 11:49 - 11:51
    მე შემეძლო მისი დატოვება,
  • 11:51 - 11:54
    და სწორედ ჩემმა საბოლოო და სადისტურმა ცემამ
  • 11:54 - 11:57
    დაარღვია ჩემი დუმილი,
  • 11:57 - 12:00
    მე გავაანალიზე რომ კაცი რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა,
  • 12:00 - 12:03
    მომკლავდა თუ მე მას ამის ნებას მივცემდი.
  • 12:03 - 12:06
    შესაბამისად მე დავარღვიე ეს სიჩუმე.
  • 12:06 - 12:08
    მე ვუთხარი ყველას:
  • 12:08 - 12:12
    პოლიციას, მეზობლებს,
  • 12:12 - 12:16
    მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, სრულიად უცნობებსაც კი
  • 12:16 - 12:23
    და დღეს მე აქა ვარ რადგან ყველა თქვენგანი დამეხმარა.
  • 12:23 - 12:25
    ჩვენ გვაქვს მიდრეკილება რომ სტერეოტიპირება მოვახდინოთ მსხვერპლების
  • 12:25 - 12:29
    საზარელი სათაურებით,
  • 12:29 - 12:32
    როგორიცაა თვითგამანადგურებელი ქალები თვითონვე აზიანებენ საკუთარ თავს.
  • 12:32 - 12:35
    კითხვა თუ: "რატომ დარჩა ის მასთან?"
  • 12:35 - 12:40
    არის კანონი ბევრი ადამიანისთვის რომ დაადანაშაულოს ქალები,
  • 12:40 - 12:44
    რადგან თითქოსდა მსხვერპლებს განზრახ უყვარდებათ კაცები,
  • 12:44 - 12:46
    რომლებიც მათ აზიანებენ.
  • 12:46 - 12:49
    მაგრამ "გიჟური სიყვარულის" გამოქვეყნების შემდეგ,
  • 12:49 - 12:52
    მე მოვისმინე ათასობით ისტორიები კაცებისა და ქალებისგან,
  • 12:52 - 12:55
    რომლებმაც ასევე გადადგეს მსგავსი ნაბიჯი,
  • 12:55 - 12:59
    რომლებმაც მიიღეს ფასდაუდებელი ცხოვრების გაკვეთილი
  • 12:59 - 13:03
    და რომლებმაც ააშენეს ახალი ცხოვრება -- მხიარული და ბენდიერი ცხოვრება --
  • 13:03 - 13:06
    როგორც თანამშრომლებმა,ცოლებმა და დედებმა
  • 13:06 - 13:10
    და ცხოვრობენ სრულიან თავისუფლად ყოველგვარი ძალადობისაგან, ჩემსავით.
  • 13:10 - 13:15
    აღმოჩნდა რა რომ მე ვარ ძალიან ტიპიური ოჯახური ძალადობის მსხვერპლი
  • 13:15 - 13:18
    და ტიპიური ოჯახური ძალადობას გადარჩენილი.
  • 13:18 - 13:22
    მე ხელახლა გავთხოვდი კეთილ და თავაზიან მამაკაცზე
  • 13:22 - 13:24
    და ჩვენ გვყავს სამი შვილი ერთად,
  • 13:24 - 13:28
    მე მყავს შავი ლაბრადორი და ფურგონი .
  • 13:28 - 13:31
    რაც მე არასოდეს მექნება ისევ,
  • 13:31 - 13:34
    აღარასოდეს,
  • 13:34 - 13:36
    არის დატენილი იარაღი ჩემს თავთან
  • 13:36 - 13:40
    ისეთი ადამიანის მიერ მომართული რომელიც სიყვარულს მიმტკიცებს.
  • 13:40 - 13:43
    ზუსტად ეხლა, შეიძლება თქვენ ფიქრობთ,
  • 13:43 - 13:44
    "ვაუ, ეს გასაოცარი ისტორიაა"
  • 13:44 - 13:48
    ანდა "ვაუ, როგორი სულელი ყოფილა,"
  • 13:48 - 13:54
    მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე მე თქვენზე ვფიქრობდი.
  • 13:54 - 13:57
    მე შეგპირდით რომ არის ზოგი ადამიანი
  • 13:57 - 13:59
    რომელიც ეხლა მისმებს,
  • 13:59 - 14:02
    რომელიც ეხლაც ძალადობის მსხვერპლია,
  • 14:02 - 14:04
    ან ბავშობაში იყო მსხვერპლი,
  • 14:04 - 14:08
    ან ვინც თვითონ მოძალადეა.
  • 14:08 - 14:10
    ძალადობას შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს ქალიშვილზე,
  • 14:10 - 14:15
    თქვენს დაზე, თქვენს საუკეთესო მეგობარზე ზუსტად ეხლა.
  • 14:15 - 14:18
    მე შევძელი დამესრულებინა ჩემი გიჟური სიყვარულის ისტორია
  • 14:18 - 14:21
    სიჩუმის დარღვევით.
  • 14:21 - 14:23
    მე დღესაც სიჩუმეს ვარღვევ.
  • 14:23 - 14:27
    ეს არის ჩემი გზა სხვა მსხვერპლებს დასახმარებლად
  • 14:27 - 14:30
    და ეს არის ჩემი საბოოლოო თხოვნა თქვენს მიმართ.
  • 14:30 - 14:33
    ისაუბრეთ ამაზე როდესაც გაიგონებთ,
  • 14:33 - 14:36
    ძალადობა მხოლოდ სიჩუმეში ყვავის.
  • 14:36 - 14:40
    თქვენ შეგწევთ ძალა ბოლო მოუღოთ ძალადობას,
  • 14:40 - 14:44
    მარტივად თუკი გააშუქებთ მას.
  • 14:44 - 14:47
    ჩვენ, მსხვერპლებს გვჭირდებით ყველა,
  • 14:47 - 14:51
    ჩვენ გვჭირდება თითოეული თქვენგანი რომ იცოდეთ
  • 14:51 - 14:55
    ოჯახური ძალადობის საუდუმლოებები.
  • 14:55 - 14:58
    ძალადობის ფაქტების გამომზეურება მოხდება მასზე საუბრებით
  • 14:58 - 15:00
    თქვენს შვილებთან, თანამშრომლებთან,
  • 15:00 - 15:02
    მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან.
  • 15:02 - 15:05
    დავეხმაროთ გადარჩენილებს რომ გახდნენ მშვენიერი და საყვარელი ადამიანები,
  • 15:05 - 15:08
    დიდი მომავალით.
  • 15:08 - 15:11
    შეამჩნიეთ ძალადობის ადრეული ნიშნები
  • 15:11 - 15:14
    და კეთილსინდისიერად ჩაერიეთ,
  • 15:14 - 15:18
    გაანეიტრალეთ, დაეხმარეთ მსხვერპლს დაცული გამოსავალის ძიებაში.
  • 15:18 - 15:22
    ერთად ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ ჩვენი საწოლები,
  • 15:22 - 15:26
    ჩვენი სასადილო მაგიდები და ჩვენი ოჯახი
  • 15:26 - 15:29
    დაცულ და მშვიდობიან ოაზისად როგორიც უნდა იყოს ის.
  • 15:29 - 15:31
    გმადლობთ.
  • 15:31 - 15:39
    (აპლოდისმენტები)
Title:
ლესლი მორგან სტეინერი : რატომ არ მიდიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლები
Speaker:
Leslie Morgan Steiner
Description:

ლესლი მორგან სტეინერი იყო გიჟური სიყვარულის მონაწილე, რაც გულისხმობს ისეთი კაცის შეყვარებას, რომელიც რეგულარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მის სიცოცხლეს. სტეინერი გვიყვება მისი ურთიერთობის ბნელ მხარეზე, კორექტირებას უკეთებს ადამიანთა მცდარ შეხედულებებს ოჯახურ ძალადობაზე და ხსნის თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ სიჩუმის დარღვევით. (გადაღებულია TEDxRainier დროს.)

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
15:59

Georgian subtitles

Revisions