Return to Video

რიცხვების გამოსახვა ათწილადების, წილადებისა და პროცენტების სახით 2

  • 0:01 - 0:07
    გვეუბნებიან, რომ დავწეროთ
    7/8 ათწილადის სახით და პროცენტულად.
  • 0:07 - 0:09
    დავიწყოთ ათწილადებით,
    და ჩვენ დავინახავთ, რომ
  • 0:09 - 0:12
    რომ ათწილადებიდან უფრო
    ადვილად გამოვსახავთ პროცენტებზე.
  • 0:12 - 0:15
    ასეთი ამოცანა ხშირად დამაბნეველია,
  • 0:15 - 0:18
    თითქოს არაა ცხადი, თუ როგორ უნდა
    გადავიყვანოთ ათწილადში ან წილადში,
  • 0:18 - 0:20
    ან შეფარდებული ასთან, ანუ პროცენტულად.
  • 0:20 - 0:24
    და არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ
    შვიდი შეფარდებული რვასთან, ანუ 7/8
  • 0:24 - 0:28
    ერთსა და იმავეს აღნიშნავს.
  • 0:28 - 0:33
    ეს პირდაპირ ნიშნავს შვიდი გაყოფილი რვაზე.
  • 0:33 - 0:37
    არა რვა გაყოფილი შვიდზე,
    არამედ შვიდი გაყოფილი რვაზე.
  • 0:37 - 0:41
    მრიცხველი გაყოფილი მნიშვნელზე.
  • 0:41 - 0:42
    როგორ გადავაქციოთ ათწილადად?
  • 0:42 - 0:45
    ეს უბრალოდ გაყოფის ამოცანაა,
  • 0:45 - 0:49
    უბრალოდ ათწილადის წერტილს შემდეგაც
    ვაგრძელებთ რომ ნაშთი არ დაგვრჩეს,
  • 0:49 - 0:52
    სანამ რამე არ გამეორდება.
    ნახავთ რასაც ვგულისხმობ.
  • 0:52 - 0:54
    ამ შემთხვევაში განმეორებადი
    პასუხი არ იქნება.
  • 0:54 - 0:56
    ვცადოთ.
  • 0:56 - 1:03
    ეს არის შვიდი გაყოფილი რვაზე.
  • 1:03 - 1:07
    რამდენჯერ მოთავსდება რვა შვიდში?
  • 1:07 - 1:10
    რვა შვიდში არ მოთავსდება,
    ანუ მოთავსდება ნულჯერ
  • 1:10 - 1:13
    დავრწმუნდეთ, რომ ყველფერი სუფთადაა,
  • 1:13 - 1:14
    დავსვათ ათწილადის წერტილი.
  • 1:14 - 1:19
    შეგიძლიათ წარმოიდგნოთ,
    რომ რვაზე ვყოფთ 7.000..-ს
  • 1:19 - 1:22
    შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი
    ნული, რამდენიც დაგჭირდებათ,
  • 1:22 - 1:23
    სანამ გაყოფას არ დაასრულებთ.
  • 1:23 - 1:28
    ესეიგი ათწილადის წერტილი აქ იქნება.
  • 1:28 - 1:30
    რვა შვიდში მოთავსდება ნულჯერ.
  • 1:30 - 1:33
    ნულჯერ რვა უდრის ნულს.
  • 1:33 - 1:34
    ვაკლებთ.
  • 1:34 - 1:37
    შვიდს მინუს ნული უდრის შვიდს.
  • 1:37 - 1:40
    ახლა შეგვიძლია ნული ჩამოვიტანოთ.
  • 1:40 - 1:42
    გახდება 70.
  • 1:42 - 1:45
    შემდეგ, რამდენჯერ მოთავსდება რვა 70-ში?
  • 1:45 - 1:47
    რვაჯერ რვა არის 64, ეს გამოდგება.
  • 1:47 - 1:50
    რვაჯერ ცხრა 72-ია, ზედმეტად დიდი.
  • 1:50 - 1:55
    ამიტომ მოთავსდება რვაჯერ.
  • 1:55 - 1:57
    რვაჯერ რვა არის 64.
  • 1:57 - 2:03
    როცა ვაკლებთ, 70-ს მინუს 64 უდრის ექვსს.
  • 2:03 - 2:05
    ნაშთი კიდევ გვაქვს, განვაგრძოთ.
  • 2:05 - 2:12
    კიდევ ერთი ნული ჩამოვიტანოთ.
  • 2:12 - 2:14
    რამდენჯერ მოთავსდება რვა 60-ში?
  • 2:14 - 2:16
    რვაჯერ რვა 64-ს უდრის, ზედმეტად დიდია.
  • 2:16 - 2:21
    რვაჯერ შვიდი 56-ია. ეს გამოდგება.
  • 2:21 - 2:25
    ესეიგი 60-ში მოთავსდება შვიდჯერ
  • 2:25 - 2:28
    შვიდჯერ რვა უდრის 56-ს.
  • 2:28 - 2:29
    ვაკლებთ.
  • 2:29 - 2:32
    60-ს მინუს 56 უდრის ოთხს.
  • 2:32 - 2:36
    ნაშთი კიდევ დაგვრჩა, ჩამოვიტანოთ ნული.
  • 2:36 - 2:39
    ჩამოვიტანოთ ეს ნული აქ.
  • 2:39 - 2:42
    რამდენჯერ მოთავსდება 40-ში რვა?
  • 2:42 - 2:46
    რვაჯერ ხუთი უდრის 40-ს, მშვენიერია.
  • 2:46 - 2:47
    მოტავსდება ზუსტად ხუთჯერ.
  • 2:47 - 2:51
    ხუთჯერ რვა არის 40.
  • 2:51 - 2:52
    გამოვაკლოთ.
  • 2:52 - 2:53
    ნაშთი აღარ დაგვრჩა.
  • 2:53 - 2:58
    ესეიგი, როგორც ათწილადი 7/8,
    ანუ შვიდი გაყოფილი რვაზე,
  • 2:58 - 3:04
    არის ზუსტად იგივე, რაც 0.875.
  • 3:04 - 3:11
    7/8, ათწილადის სახით არის 0.875.
  • 3:11 - 3:13
    ათწილადის ნაწილი გავაკეთეთ.
  • 3:13 - 3:15
    ახლა პროცენტულად გამოვსახოთ.
  • 3:15 - 3:19
    თუ ჩანაწერი ათწილადის სახითაა,
    პროცენტებში მისი გადაყვანა მარტივია.
  • 3:19 - 3:22
    ათწილადში ორი მძიმით მარჯვნივ გადავდივართ,
  • 3:22 - 3:24
    და ვწერთ პროცენტის ნიშანს.
  • 3:24 - 3:26
    მგონი ლოგიკურია თუ რატომაა ასე.
  • 3:26 - 3:29
    ახლა ვამბობთ "ასში რამდენია".
  • 3:29 - 3:34
    ამას შეგიძლიათ შეხედოთ,
    როგორც 875 მეათასედს.
  • 3:34 - 3:36
    შეგიძლიათ აღიქვათ როგორც წილადი,
  • 3:36 - 3:41
    შეგეძლოთ თქვათ, რომ ეს
    იგივეა, რაც 875/1000.
  • 3:41 - 3:44
    აქამდეც ასე ვკითხულობდით.
    ესაა მეათასედის თანრიგი.
  • 3:44 - 3:53
    შეგვეძლო წაგვეკითხა როგორც
    875/1000, ან როგორც 87.5/100.
  • 3:53 - 3:57
    წერტილამდე ორი ნიშნით გამოდის 87.5/100
  • 3:57 - 4:01
    ან, მრიცხველიც და მნიშვნელიც
    რომ გავყოთ ათზე, მივიღებთ ამას.
  • 4:01 - 4:06
    ამისი პირდაპირი გაგებაა ასში 87.5
  • 4:06 - 4:16
    ეს მეორე დებულება გვეუბნება,
    რომ გვაქვს ასიდან 87.5
  • 4:16 - 4:21
    ანუ ეს არის 87.5% -ის ტოლი.
  • 4:21 - 4:24
    აქ ჩანს მიზეზი, თუ რატომაა ასე,
  • 4:24 - 4:31
    მაგრამ ათწილადის პროცენტად გადაკეთების
    უმარტივესი გზაა რიცხვის ასზე გამრავლება
  • 4:31 - 4:32
    და ბოლოში პროცენტის ნიშნის დასმა.
  • 4:32 - 4:36
    რაც ფაქტობრივად ასზე გაყოფას
    გულისხმობს, ასზე გაყოფას და გამრავლებას.
  • 4:36 - 4:43
    თუ გაამრავლებთ ასზე, რაც ათწილადის
    წერტილის ორით მარჯვნივ გადაწევის ტოლფასია,
  • 4:43 - 4:49
    ეს იქნება 87.5 და შემდეგ პროცენტის ნიშანი.
  • 4:49 - 4:51
    ეს გულისხმობს ასთან შეფარდებას.
  • 4:51 - 4:53
    ესეიგი ვამრავლებთ ასზე და ვყოფთ ასზე.
  • 4:53 - 4:56
    რეალურად რიცხვს არ ვცვლით.
  • 4:56 - 4:57
    იმედია ყველაფერი გასაგებია.
  • 4:57 - 5:00
    სხვაგვარადაც შეიძლება ამის
    გახსენება, რომ არ დავიბნეთ
  • 5:00 - 5:03
    -- მარჯვნივ უნდა წავიღოთ
    ათწილადის ნიშანი თუ მარცხნივ? --
  • 5:03 - 5:09
    ათწილადის სახით წარმოდგენა ყოველთვის
    უფრო მცირეა ვიდრე პროცენტული წარმოდგენა.
  • 5:09 - 5:15
    უფრო მცირეა ზუსტად ასჯერ.
  • 5:15 - 5:20
    ეს არის ასჯერ უფრო
    მცირე რიცხვი, ვიდრე 87.5.
  • 5:20 - 5:24
    ცხადია, პროცენტის მიწერით
    ორივე რიცხვი ერთი და იგივე ხდება.
Title:
რიცხვების გამოსახვა ათწილადების, წილადებისა და პროცენტების სახით 2
Description:

U05_L1_T1_we4 რიცხვების გამოსახვა ათწილადების, წილადებისა და პროცენტების სახით 2

more » « less
Video Language:
English
Duration:
05:25

Georgian subtitles

Revisions