Return to Video

შეკრების საფუძვლები

  • 0:01 - 0:05
    წარმოგიდგენთ პრეზენტაციას
    შეკრების საფუძვლებზე.
  • 0:05 - 0:06
    ვიცი, რასაც ფიქრობთ:
  • 0:06 - 0:08
    "სალ, შეკრება არც ისე მარტივია ჩამთვის"
  • 0:08 - 0:09
    ბოდიში..
  • 0:09 - 0:11
    იმედი მაქვს..
  • 0:11 - 0:13
    ვიმედოვნებ, ამ პრეზენტაციის დასასრულს,
  • 0:13 - 0:15
    ან რამდენიმე კვირაში
    შეკრება მარტივად მოგეჩვენებათ.
  • 0:15 - 0:17
    ასე რომ, მოდით, დავიწყოთ,
  • 0:17 - 0:19
    შეიძლება ითქვას, რამდენიმე მაგალითით.
  • 0:19 - 0:22
    მოდით, დავიწყებ ძველი კლასიკური მაგალითით
  • 0:22 - 0:26
    1–ს პლუს 1
  • 0:26 - 0:28
    მემგონი, იცით, როგორ უნდა ამოხსნათ ეს
  • 0:28 - 0:31
    მაგრამ, მოდით, მაინც ამოვხსნათ ერთად.
  • 0:31 - 0:32
    ყოველი შემთხვევისთვის, თუ არ გახსოვთ
  • 0:32 - 0:34
    ან თუ არ იცით, როგორ კეთდება ეს.
  • 0:34 - 0:37
    ვამბობთ, რომ თუ მე მაქვს
  • 0:37 - 0:39
    ერთი
  • 0:39 - 0:41
    (მოდით, დავარქვათ ამას ავოკადო.)
  • 0:41 - 0:43
    თუ მე მაქვს ერთი ავოკადო,
  • 0:43 - 0:47
    და შენ მომცემ მეორეს
  • 0:47 - 0:49
    ახლა რამდენი ავოკადო მექნება?
  • 0:49 - 0:52
    მე მაქვს ერთი... ორი ავოკადო.
  • 0:52 - 0:55
    ასე, რომ 1–ს პლუს 1 უდრის 2-ს
  • 0:55 - 0:56
    ახლა ვიცი, რასაც ფიქრობთ,
  • 0:56 - 0:58
    "ეს ძალიან ადვილი იყო"
  • 0:58 - 1:00
    ახლა უფრო რთულზე გადავალთ.
  • 1:00 - 1:04
    მე მომწონს ავოკადო.
    მემგონი, ამ თემას აღარ გადავუხვევ
  • 1:04 - 1:09
    რას უდრის 3–ს პლუს 4?
  • 1:09 - 1:12
    ჰმმ.. მემგონი, ეს უფრო რთული საკითხია
  • 1:12 - 1:14
    მოდით, ისევ ავოკადოზე შევჩერდეთ
  • 1:14 - 1:16
    და ყოველი შემთხვევისთვის,
    თუ არ იცით, რა არის ავოკადო..
  • 1:16 - 1:19
    ის გემრიელი ხილია.
  • 1:19 - 1:21
    ის ხილთა შორის ყველაზე მსუქანია.
  • 1:21 - 1:22
    თქვენ ვერც კი იფიქრებდით, რომ ის ხილია---
  • 1:22 - 1:24
    ნაჭამიც რომ გქონდეთ.
  • 1:24 - 1:28
    ასე რომ, მოდით, ვთქვათ,
    რომ მე მაქვს 3 ავოკადო.
  • 1:28 - 1:32
    1,2,3, ხომ სწორია? 1,2,3.
  • 1:32 - 1:36
    და, ვთქვათ, თქვენ მომეცით 4 ავოკადო.
  • 1:36 - 1:38
    ამ 4 –ს დავწერ ყვითელი ფერით
  • 1:38 - 1:41
    რომ იცოდეთ რომ ეს ის 4ია,
    რომელიც თქვენ მომეცით
  • 1:41 - 1:42
    1
  • 1:42 - 1:43
    2
  • 1:43 - 1:44
    3
  • 1:44 - 1:46
    4
  • 1:46 - 1:49
    ანუ ჯამში რამდენი ავოკადო გვაქვს?
  • 1:49 - 1:56
    სულ არის: 1,2,3,4,5,6,7 ავოკადო
  • 1:56 - 1:58
    ასე, რომ 3–ს პლუს 4 უდრის 7-ს.
  • 1:59 - 2:00
    ახლა გაჩვენებთ,
  • 2:00 - 2:02
    ამის ამოხსნის სხვა გზას.
  • 2:02 - 2:03
    ამას რიცხვითი ღერძი ეწოდება.
  • 2:03 - 2:05
    და სინამდვილეში, მე ასე ვხსნი ჩემს თავში,
  • 2:05 - 2:08
    როცა მავიწყდება---
  • 2:08 - 2:12
    ასე, რომ რიცხვით ღერძზე
    ვწერ ყველა რიცხვს თანმიმდებრულად
  • 2:12 - 2:14
    საკმაოდ დიდ რიცხვით ღერძს წარმოვიდგენ,
  • 2:14 - 2:16
    რომ ყველა რიცხვი დაეტიოს, რასაც ვიყენებ.
  • 2:16 - 2:17
    თქვენ იცით, რომ პირველი რიცხვი არის 0,
  • 2:17 - 2:18
    რომელიც არის არაფერი.
  • 2:18 - 2:20
    შესაძლოა არ იცოდით, მაგრამ ახლა იცით.
  • 2:20 - 2:21
    მერე ასე გრძელდება
  • 2:21 - 2:22
    1
  • 2:22 - 2:24
    2
  • 2:24 - 2:25
    3
  • 2:26 - 2:28
    4
  • 2:28 - 2:29
    5
  • 2:29 - 2:30
    6
  • 2:30 - 2:32
    7
  • 2:32 - 2:33
    8
  • 2:33 - 2:35
    9
  • 2:35 - 2:36
    10
  • 2:36 - 2:37
    შემდეგ,
  • 2:37 - 2:38
    11...
  • 2:38 - 2:42
    ჩვენ ვამბობთ 3–ს პლუს 4. მოდი, ვნახოთ 3
  • 2:42 - 2:44
    3 არის აქ.
  • 2:44 - 2:46
    და ამ 3–ს უნდა მივუმატოთ 4.
  • 2:46 - 2:48
    ჩვენ რასაც ვაკეთებთ იგივე
    რიცხვთა წრეფეზე გადაადგილებაა
  • 2:48 - 2:51
    მივყვებით რიცხვთა წრფეს 4 ერთეულით მარჯვნივ.
  • 2:51 - 2:59
    1..2..3..4...
  • 2:59 - 3:00
    რა გავაკეთეთ?
  • 3:00 - 3:03
    3 გავზარდეთ 1-ით, 2-ით, 3-ით,4-ით.
  • 3:03 - 3:04
    და ჩვენ მოვედით 7-თან.
  • 3:04 - 3:06
    და ეს იყო ჩვენი პასუხიც.
  • 3:06 - 3:07
    გავაკეთოთ სხვა მაგალითი.
  • 3:07 - 3:10
    დავუშვათ, რას უდრის---
  • 3:10 - 3:13
    რა იქნებოდა, რომ მეკითხა, რა უდრის
    8–ს პლუს1?
  • 3:13 - 3:14
    ჰმმმ... 8–ს პლუს 1
  • 3:14 - 3:15
    შეიძლება, უკვე იცით.
  • 3:15 - 3:16
    8–ს პლუს 1
    არის 8-ის მომდევნო რიცხვი.
  • 3:16 - 3:20
    თუ შეხედავთ რიცხვით ღერძს, დაიწყებთ 8-იდან,
  • 3:20 - 3:22
    და დაუმატებთ 1-ს.
  • 3:22 - 3:25
    8–ს პლუს 1 უდრის 9-ს.
  • 3:26 - 3:28
    მოდით, გავაკეთოთ უფრო რთული მაგალითი.
  • 3:30 - 3:31
    თქვენ უკვე იცით, რომ
  • 3:31 - 3:34
    თუ საწყის ეტაპზე რამე გერთულათ,
  • 3:34 - 3:34
    შეგიძლიათ დახატოთ წრეები.
  • 3:34 - 3:36
    შეგიძლიათ გააკეთოთ რიცხვითი ღერძი.
  • 3:36 - 3:39
    და საბოლოოდ,
    რაც უფრო მეტჯერ გააკეთებთ და ივარჯიშებ,
  • 3:39 - 3:41
    სავარაუდოდ დაიმახსოვრებთ ყველაფერს
  • 3:41 - 3:42
    და ამ მაგალითებს წამში ამოხსნით.
  • 3:42 - 3:45
    გპირდებით. თქვენ უბრალოდ უნდა ივარჯოშოთ.
  • 3:45 - 3:47
    მოდით, ვთქვათ...
  • 3:47 - 3:50
    მინდა დავხაზო რიცხვითი ღერძი.
  • 3:50 - 4:07
    მოდით, დავხაზოთ სწორი რიცხვითი ღერძი და
    არა ისეთი მოღუნული, როგორც წინდა ჯერ.
  • 4:07 - 4:08
    0
  • 4:08 - 4:09
    1
  • 4:09 - 4:10
    2
  • 4:10 - 4:11
    3
  • 4:11 - 4:12
    4
  • 4:12 - 4:14
    5
  • 4:14 - 4:15
    6
  • 4:15 - 4:17
    7
  • 4:17 - 4:18
    8
  • 4:18 - 4:19
    9
  • 4:19 - 4:21
    10
  • 4:21 - 4:22
    11
  • 4:22 - 4:24
    12
  • 4:24 - 4:25
    13
  • 4:25 - 4:26
    14
  • 4:26 - 4:29
    15
  • 4:29 - 4:32
    მოდი, გავაკეთოთ რთული მაგალითი.
  • 4:32 - 4:39
    რამდენია 5–ს პლუს 6?
  • 4:39 - 4:42
    თუ გინდათ, დააპაუზეთ ვიდეო
    და სცადეთ ამოხსნა.
  • 4:42 - 4:44
    შეიძლება უკვე იცით კიდევაც პასუხი
  • 4:44 - 4:51
    მე ამ მაგალითს ვეძახი რთულს, იმიტომ რომ
    თქვენ მას თითებზე ვერ გამოითვლით.
  • 4:51 - 4:54
    დავიწყოთ ამოხსნა.
  • 4:54 - 4:57
    ტელეფონი მირეკავს, მაგრამ არ მივაქცევ მას
    ყურადღებას – თქვენ უფრო მნიშვნელოვანი ხართ
  • 4:58 - 5:01
    დავიწყოთ ხუთით.
  • 5:01 - 5:02
    ვიწყებთ ხუთით.
  • 5:04 - 5:06
    და მას უნდა დავუმატოთ ექვსი.
  • 5:06 - 5:07
    დავიწყოთ:
  • 5:07 - 5:15
    1, 2, 3, 4, 5, 6
  • 5:15 - 5:20
    რიცხვი, რომელზეც ჩვენ გავჩერდით, არის 11!
  • 5:20 - 5:21
    ახლა კი გკთხავთ:
  • 5:21 - 5:25
    რამდენია, 6–ს პლუს 5?
  • 5:27 - 5:29
    ახლავე გავიგებთ.
  • 5:29 - 5:32
    შეიძლება, ორ რიცხვს შეუცვალო ადგილები
    და იგივე პასუხი მიიღო?
  • 5:32 - 5:32
    აბა, ვნახოთ.
  • 5:32 - 5:35
    ახლა სხვა ფერით ვიზამ,
    რომ არ ავურიოთ ერთმანეთში მაგალითები.
  • 5:35 - 5:36
    დავიწყოთ 6–ით.
  • 5:37 - 5:40
    ნუ მივაქცევთ ყვითლებს ყურადღებას და
    დავუმატოთ 5.
  • 5:40 - 5:44
    1, 2, 3, 4, 5
  • 5:44 - 5:47
    იგივე ადგილას გავჩერდით.
  • 5:47 - 5:49
    ალბათ, უნდა სცადოთ ეს მეთოდი სხვადასხვა
    მაგალითებზე.
  • 5:49 - 5:51
    დაინახავთ, რომ ეს მართლაც ასეა:
  • 5:51 - 5:53
    არა აქვს მნიშნველობა, რა თანმიმდევრობით
    კრებთ:
  • 5:53 - 5:55
    5–ს პლუს 6 იგივეა, რაც 6–ს პლუს 5
  • 5:56 - 5:57
    და ეს მარტივი გასაგებია:
  • 5:57 - 5:59
    თუ მაქვს 5 ავოკადო და თქვენ 6–ს მაძლევთ
  • 5:59 - 6:00
    მექნება 11
  • 6:00 - 6:01
    თუ 6 მაქვს და 5–ს მაძლევთ
  • 6:01 - 6:03
    მაინც 11 მექნება.
  • 6:04 - 6:06
    ძალიან მომწონს ეს რიცხვითი ღერძი
  • 6:06 - 6:08
    და კიდევ რამდენიმე მაგალითი ამოვხსნათ
    მისი მეშვეობით.
  • 6:08 - 6:12
    იმედია არ დაიბნევით –
    იმდენი რამე აწერია ზედ
  • 6:12 - 6:16
    მაგრამ ახლა თეთრით დავწერ
    და ვნახოთ, რა გამოვა.
  • 6:16 - 6:23
    რამდენია 8–ს პლუს 7?
  • 6:23 - 6:27
    როგორც, იმედია, ხედავთ, 8 არის აქ.
  • 6:27 - 6:29
    ახლა მას უნდა დავუმატოთ 7.
  • 6:29 - 6:37
    1, 2, 3, 4, 5, 6, 7.
  • 6:37 - 6:38
    მივედით 15–მდე.
  • 6:38 - 6:40
    8–ს პლუს 7 არის 15.
  • 6:42 - 6:47
    იმედია, შეგექმნათ წარმოდგენა,
    როგორ ამოხსნათ ასეთი მაგალითები.
  • 6:47 - 6:52
    მერე გამრავლებასაც ისწავლით და უფრო რთულ
    რაღაცებსაც
  • 6:52 - 6:55
    მაგრამ ახლა ბევრი პრაქტიკა გჭირდებათ
  • 6:55 - 6:58
    ასეთი, მარტივი მაგალითების.
  • 6:58 - 7:02
    რაღაც ეტაპზე ეს ყველაფერი დაგამახსოვრდებათ.
  • 7:02 - 7:05
    მე კი მინდა, რომ დაიმახსოვროთ, ახლა როგორ
    გრძნობთ თავს
  • 7:05 - 7:06
    როცა ამ ვიდეოს უყურებთ
  • 7:06 - 7:09
    და მერე, ასე, სამი წლის შემდეგ, როცა ისევ
    ნახავთ ამ ვიდეოს
  • 7:09 - 7:12
    და გაიხსენებთ, როგორი რთული გეჩვენებოდათ
  • 7:12 - 7:15
    იფიქრებთ "რა მარტივი იყო სინამდვილეში!"
  • 7:15 - 7:17
    იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ისწავლით
    ამ ყველაფერს.
  • 7:17 - 7:20
    მოკლედ, იმედი მაქვს, მთავარი იდეა გაიგეთ
  • 7:20 - 7:22
    თუ არ იცით პასუხი რომელიმე ამოცანის
  • 7:22 - 7:24
    რომელსაც სავარჯიშოებში გაძლევთ
  • 7:24 - 7:27
    დააჭირეთ "მითითებას" და პროგრამა
    დაგიხატავთ წრეებს
  • 7:27 - 7:29
    და მერე შეგეძლებათ, უბრალოდ,
    დათვალოთ წრეები.
  • 7:29 - 7:31
    ან, თუ დამოუკიდებლად გინდათ გაკეთება
  • 7:31 - 7:33
    თქვენით დახატეთ წრეები
  • 7:33 - 7:37
    ან რიცხვითი ღერძი –
    როგორც ამ პრეზენტაციაში გავაკეთეთ.
  • 7:37 - 7:40
    ვფიქრობ, უკვე მზად ხართ
    შეკრების მაგალითებს გაუმკლავდეთ.
  • 7:40 - 7:41
    აბა, გაერთეთ!
Title:
შეკრების საფუძვლები
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
07:42
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for Basic Addition
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for Basic Addition
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for Basic Addition
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for Basic Addition
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for Basic Addition
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for Basic Addition
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for Basic Addition
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for Basic Addition
Show all

Georgian subtitles

Revisions